უსაფრთხო დედობის ინიციატივა
უსაფრთხო დედობის ინიციატივა
პროექტი „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ (SMI) (დაფიანსებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ) განახორციელეს ორგანიზაციებმა: „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) და ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2000 წლის სექტემბრიდან – 2003 წლის იანვრამდე.
„საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საქართველოში, ინტეგრალური დედათა სამედიცინო და პერინატალური მომსახურების გაუმჯობესების საშუალებით. პროექტის ფარგლებში შეფასდა პერინატალური მოვლის ხარისხი და დაიწყო ქალთა სამედიცინო მომსახურების არსებული სისტემის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნად ისახავდა მუდმივი, ხარისხიანი და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებას, აგრეთვე ქალების ინფორმირებას პერინატალური მოვლის მნიშვნელობაზე. პროექტის ფარგლებში საქმიანობა განხორციელდა რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.
აღნიშნული სტრატეგია მხარს უჭერდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პოლიტიკას.
პროექტის მთავარი კომპონენტები:
მართვის და საინფორმაციო სისტემების განვითარება;
საზოგადოების მობილიზაცია და პროვაიდერსა და კლიენტს შორის ურთიერთქმედება;
სფეროში კლინიკური პრაქტიკის გაძლიერება;
სგგდ/ანემიის გავრცელების დონის კვლევა.
ძირითადი მიღწევები:
კლინიკური პრაქტიკის გაძლიერება
პროექტმა „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ ხელი შეუწყო დედათა სამედიცინო მომსახურების და პერინატალური მოვლის სფეროში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული გაიდლაინების შექმნას, რომლებიც ეხება პერინატალური მოვლის როგორც კლინიკურ ისე ორგანიზაციულ საკითხებს. დოკუმენტის შემუშავებაში ცხრა თვის მანძილზე მუშაობდა ოცდაცხრა წამყვანი ქართველი სპეციალისტი მეან-გინეკოლოგიის დარგში, პედიატრი და ჯანდაცვის მენეჯერი. სამუშაო ჯგუფს ეხმარებოდა ორი ამერიკელი ექსპერტი, რომლებიც ქართველ სპეციალისტებს უწევდნენ კონსულტაციებს და შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფდნენ მათ. ერთობლივი შეთანხმებული მუშაობის შედეგად შემუშავდა საქართველოს რეალობას მორგებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაიდლაინები, რომლებიც პერინატალური მოვლის ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურას ითვალისწინებს და გვთავაზობს საქმის მართვის კლინიკური პრაქტიკისადმი ახალ მიდგომას. აღნიშნული გაიდლაინები პრაქტიკულად გამოყენებადია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული გაიდლაინების საფუძველზე, შემუშავდა ასევე ტრენინგის მასალა დედათა სამედიცინო მომსახურების და პერინატალური მოვლის სფეროში. ტრეინინგის მასალა მოიცავს სახლემძღვანელოებს, როგორც ტრენერებისთვის ისე ტრენინგის მონაწილეთათვის.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გამწევის ცოდნის ამაღლება და კლინიკური უნარების განვითარება (მათ შორის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის შესაძლებლობა), რათა მათ შეძლონ გაათვითცნობიერონ მოქალაქეები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე.
ტრეინინგის მასალების შემუშავებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ჩვიდმეტი ადგილობრივმი ექსპერტი (ზოგადი პრაქტიკოსები, მეანები, პედიატრები და კონსულტანტები). ექსპერტთა შედარებით მცირე ჯგუფი დაკავებული იყო უშუალოდ პროვაიდერების წვრთნით პროექტის განხორციელების ზონაში. ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ: მეან-გინეკოლოგები, პედიატრები, თერაპევტები, ექთნები/მედიცინის დები. პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ასათმა პირმა.
სგგდ/ანემიის გავრცელების დონის კვლევა
კვლევის მიზნები:
ხუთი კონკრეტული სქესობრივი გზით გადამდები დაავადების (სგგდ) და ანემიის გავრცელების დონის შეფასება სექსუალურად აქტიურ ქალებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნებიან;
სგგდ-ს და ანემიის ტენდენციებზე და მათ გავლენაზე მონიტორინგისთვის აუცილებელი მონაცემების უზრუნველყოფა პრევენციის და კონტროლის პროგრამების შემუშავების მიზნით;
ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური, ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა.
კვლევა ჩაატარა ადგილობრივმა ექსპერტთა ჯგუფმა. ჯგუფს დახმარება გაუწია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) კონსულტანტებმა. ლაბორატორიული ტესტები ჩატარდა საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში. მთლიანობაში გამოკვლეული იქნა ათასი ქალი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები სგგდ-ს და ანემიის გავრცელების დონეზე ადამიანებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა კვლევის შედეგები კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციების ჩამოსაყალიბებლად, პოლიტიკის შესამუშავებლად და კლინიკური პრაქტიკის/პროტოკოლის განსაახლებლად გამოეყენებინა.
პროექტის „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის სისტემის კომპონენტებს (დაფინანსება, უწყვეტი მომსახურება, სამუშაო ძალა, საზოგადოების მონაწილეობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციები). პროექტის დასაწყისში განისაზღვრა მომსახურების მიწოდებაში არსებული ნაკლოვანებები და დაიგეგმა ქმედებები პრობლემის გადასაწყვეტად.
პროექტის განხორციელების დროს, მენეჯმენტის მიდგომამ უზრუნველყო ეროვნული/ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, პროფესიონალური ჯგუფების და საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება. ქართველ და ამერიკელ ექსპერტებს შორის უწყვეტი დიალოგის საშუალებით შესაძლებელი გახდა საქართველოს რეალობაზე მორგებული წინადადებების შემუშავება და არა მზა გადაწყვეტილებების შემოთავაზება. აღნიშნულმა მიდგომამ უზრუნველყო ეროვნული პროდუქტის შექმნა, რომელიც იძლევა მდგრადობის გარანტიას და მისი სხვა სფეროებში გამოყენების საშუალებას.
ზემოთ აღწერილი პროცესები მოითხოვდა პერსონალის დიდ ყურადღებას და ფინანსური რესურსების ფრთხილ მართვას. პროექტის ადგილობრივი მენეჯერების მუდმივი კონტროლის საშუალებით შესაძლებელი გახდა დასახული შედეგების მიღწევა.