20
წელი ჯანდაცვის სფეროს სამსახურში
20
წელი ჯანდაცვის სფეროს სამსახურში
კურაციოს საქმიანობა სამ ძირითად ღირებულებას ეყრდნობა: ჩვენ ვითვალისწინებთ საჭიროებებს, ვეყრდნობით წარსულის წარმატებულ გამოცდილებას, ვპოულობთ ინოვაციურ, ვითარებაზე მორგებულ გამოსავალს.
საერთაშორისო ფონდი კურაციო საქმიანობის განხორციელებისას ეყრდნობა ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტებისა და მკვლევრების ქსელს, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადგილობრივი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ჩვენ ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის სისტემები.
2015 წლის 1 მარტიდან, საერთაშორისო ფონდი კურაციო წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე ორიენტირებული პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის – გლობალური ჯანდაცვის სისტემების (HSG) სამდივნოს.
კურაციო განაგრძობს თავისი მისიის შესრულებას 3 სტრატეგიული ამოცანის ფარგლებში: (1) ჩვენ ვზრდით ჩვენი მოქმედების არეალს მეტი გავლენის მოსაპოვებლად; (2) ჩვენ შევიმუშავებთ ხარისხიანი და შემოქმედებითი გადაწყვეტის გზებს; (3) ჩვენ ვდებთ ინვესტიციას ადამიანებისა და პარტნიორობის განვითარებაში.
იმედი გვაქვს, რომ პარტნიორების, დონორებისა და მთელი საზოგადოების მხარდაჭერით, მალე იქნება მიღწეული ჩვენი მიზანი, რაც გულისხმობს უკეთეს ჯანდაცვას ყოველი ჩვენგანისთვის.