დარეგისტრირდით კონსულტანტად
თუ დაინტერესებული ხართ, თქვენი ცოდნა გამოიყენოთ როგორც ექსპერტმა და ჩაერთოთ ფონდის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში, გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ ფონდის ექსპერტთა ბაზაში. თქვენი ექსპერტული ცოდნა და უნარები გათვალისწინებული იქნება შესაბამის სფეროში განხორციელებული პროექტის ფარგლებში და ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოგეცემათ შესაძლებლობა ჩაერთოთ პროექტში. ფონდმა 20 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში იმუშავა, განახორციელა 150 და მეტი პროექტი და 200-მდე კვლევა, ჩვენი ექსპერტიზის სფეროებია: ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის დაფინანსება, ჯანდაცვის კვლევა, ჯანდაცვის საინფორმაციო და მართვის სისტემები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა/დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, აივ/შიდსი-დაავადებათა ზედამხედველობა, პროექტის მომზადება, განხორციელების მართვა, მონიტორინგი და შეფასება, პროექტების და პროგრამების შეფასება.
რეგისტრაციის ბენეფიტები
კურაციოში დარეგისტრირებულ კონსულტანტს აქვს შესაძლებლობა: 1. იმუშაოს ჯანდაცვის წამყვან ორგანიზაციებთან, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI), აივ/შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და სხვა; 2. ექსპერტად მუშაობის შესაძლებლობა საერთაშორისო დონეზე და ექსპერტიზის სფეროების გაფართოვება; 3. მიიღეთ შეტყობინება ფონდის საქმიანობის შესახებ, თქვენთვის საინტერესო მიმართულებით.
ძირითადი მოთხოვნები
მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სფეროში, სადაც რეგისტრირდებით როგორც ექსპერტი.