ნათია რაზმაძე კურაციოს გუნდს შემოუერთდა 2011 წელს. ადამიანური რესურსების/ადმინისტრაციული მენეჯერის რანგში ის ზედამხედველობას უწევს ადამიანური რესურსების საინფორმაციო და მართვის სისტემებს (HRIMS). იგი ავითარებს და ნერგავს საიმედო ადმინისტრაციულ სისტემებს, რომელშიც რეალიზებულია ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობები. იგი მართავს ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, ტრენინგისა და საკადრო საკითხებს.