თამარ გოგუაძეს 1997 წლიდან უკავია ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობა. ფინანსური დირექტორის რანგში იგი უძღვებოდა ორგანიზაციას მისი ზრდის ძირითად ეტაპებზე და უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო ფონდ კურაციოს სტრუქტურულ განვითარებაში. ამჟამად ის ხელმძღვანელობს იმ განყოფილებებს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზაციის ხერხემალს და უზრუნველყოფს ორგანიზაციის შეუფერხებელ მუშაობას ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ფონდი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს. მან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ფონდს იმ ცვლილებებთან ადაპტაციაში, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზაციის ზრდას როგორც მისი ზომის, ისე გეოგრაფიული არეალის გაფართოების თვალსაზრისით.