ქეთევან ჩხატარაშვილი
ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი

2002 წლიდან 2017 წლამდე ქეთევან ჩხატარაშვილი იყო  საერთაშორისო ფონდ კურაციოს  (CIF) პრეზიდენტი.  არჩევის დღიდან დოქტორმა ქეთევან ჩხატარაშვილმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის განვითარებასა და მიღწევებში. საერთაშორისო ფონდ კურაციოში ქეთევან ჩხატარაშვილის  მოღვაწეობის პერიოდში აღინიშნა დაჩქარებული ზრდა და ორგანიზაციული განვითარება. იგი გახლავთ მსოფლიოს რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალი სტატიის ავტორი.

ქალბატონი ქეთევანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკისა და გაეროს ისეთ უწყებებთან, როგორიცაა WHO, UNESCO, UNICEF, UNAIDS და UNFPA, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, USAID, გლობალური ფონდი და სხვა წამყვანი ორგანიზაციები.

ქალბატონ ქეთევან ჩხატარაშვილს გააჩნია მდიდარი გამოცდილება აივ ინფექციის/შიდსის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და მმართველობის სფეროებში. გარდა მენეჯერული სტაჟისა, იგი ფლობს მედიცინის დოქტორის ხარისხს და გააჩნია კლინიკაში მუშაობის ცხრა წელზე მეტი ხნის გამოცდილება.  ჰოლანდიაში მოპოვებული აქვს ამსტერდამის სამეფო ტროპიკული ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი და 2007 წელს მიენიჭა იელის საერთაშორისო თანამშრომლის სტატუსი.

ქალბატონი ქეთევანი რჩება ჯანდაცვის სფეროში და გააგრძელებს მუშაობას დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში.
LinkedinResearchGate