ცნობა მკითხველისთვის

ტუბერკულოზი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევად მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა მნიშვნელოვანი სირთულეა, რომელიც ხელს უშლის ქვეყნებს მიაღწიონ წარმატებული მკურნალობის მაღალ მაჩვენებლებს, რაც აუცილებელია ეპიდემიის კონტროლისთვის. კურაციოს ბლოგი აკეთებს კომენტარს გლობალური ტუბერკულოზის საკითხებზე. იმედი გვაქვს ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები საინტერესო იქნება ჯანდაცვის პრაქტიკოსებისა და პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რათა შევძლოთ ტუბერკულოზის ზრუნვის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება და გამოცდილების გაზიარება. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების სახით.

17 აგვისტო, 2017                                                    ავტორი: იულია მაკაიოვა

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა.

წაიკითხეთ მეტი >>

21 აპრილი, 2017                                                    ავტორი: ანა ჟულინა

მიკრობების  რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და ეს გამოწვევა საქართველოს წინაშეც დგას.

საქართველოში რეზისტენტული ფილტვის ტუბერკულოზი დიდი პრობლემაა, რადგან ამგვარი ფორმა აღენიშნება ყოველი ათი ახალი შემთხვევიდან ერთ პაციენტს, ხოლო ყოველი ადრე ნამკურნალევი ათი პაციენტიდან – ოთხს.

წაიკითხეთ მეტი >>