გიორგი გოცაძე
პრეზიდენტი

გიორგი გოცაძე არის ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი და აქვს ჯანდაცვის პოლიტიკისა და  სისტემების სფეროში მოღვაწეობის 20 წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება. გიორგი 1996 წლიდან ხელმძღვანელობს საერთაშორისო ფონდ კურაციოს, 2017 წლის 1 ნოემბრიდან კი არის ორგანიზაციის პრეზიდენტი. გიორგი მართავს რამდენიმე ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების პორტფელებს. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი რეცენზირებად ჟურნალებში.

2015 წლიდან გიორგი გოცაძე ასევე არის საერთაშორისო ორგანიზაცია – გლობალური ჯანდაცვის სისტემების (Health Systems Global) აღმასრულებელი დირექტორი. ორგანიზაციის სამდივნო კი ფონდი კურაციოა, თბილისში. გლობალური ჯანდაცვის სისტემები ორიენტირებულია ჯანდაცვის კვლევის ხელშეწყობასა და სისტემებისა გაძლიერებაზე მსოფლიო მასშტაბით.

გიორგი გოცაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის ასოცირებული პროფესორია ჯანდაცვის დაფინანსების მიმართულებით. 2015 წლამდე იგი იყო გლობალური ფონდის ტექნიკური მიმოხილვის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2014 წლამდე საერთაშორისო ორგანიზაცია PATH-ის ბორდის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა.

Linkedin  | ResearchGate