თამარ გოცაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის სისტემების, ჯანდაცვის სერვისების ხარისხის
და მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტი

თამარ გოცაძეს აქვს 20 წელიწადზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება რომელიც მოიცავს
განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის რეფორმის
პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, ჯანდაცვის სამინისტროს
უმაღლეს თანამდებობის პირთა კონსულტირებას პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე,
როგორიცაა: ა) ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება,
ბ) სამინისტროსა და რეფორმის განმახორციელებელი უწყებების სტრუქტურული და
ორგანიზაციული ცვლილებები, გ) ჯანდაცვის სისტემების დიზაინი, მართვა,
მონიტორინგი და შეფასება ეროვნულ, რეგიონულ, რაიონულ და სასოფლო სამედიცინო
დაწესებულებების დონეებზე და მთავრობისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას
პროგრამების სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების დაგეგმვის, განხორციელებისა და
კოორდინირების სფეროებში, ასევე – განვითარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე
ორიენტირებული სესხების – ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერის პროგრამების –
დიზაინს, პირობებზე მოლაპარაკებას და მონიტორინგს (რისკების მიმართ გამძლეობისა
და მდგრადი განვითრების პროგრამა, განვითარების პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა
და მისთ.).
მისი ექსპერტული ცოდნის კონკრეტული სფეროები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება
შემდეგი მიმართულებებით: ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის სტრატეგია და
პოლიტიკა, ჯანდაცვის დაზღვევა, სამედიცინო დაწესებულების მართვა, ჯანდაცვის
სისტემის გაძლიერება, ჯანდაცვის სერვისების ხარისხი, დაფინანსების გარე
წყაროებიდან ტრანზიციის დაგეგმვა, აივ/შიდსის ტუბერკულოზის, მალარიისა და კვების
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიების შემუშავება, დედათა და ბავშვთა
ჯანმრთელობის დაცვა და რეპროდუქციული ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და პირველადი
ჯანდაცვის სექტორის რეფორმა და აკრედიცაცია, პროექტების შემუშავება და მართვა,
მონიტორინგი და შეფასება, ინსტიტუციური შეფასება, დაინტერსებულ მხარეთა
ანალიზი, ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება, სამეცნიერო კვლევა და
მონიტორინგი და შეფასება, ზოგადი მენეჯმენტი, სწავლება და სხვ.
მას ნამუშევარი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 20-ზე მეტ ქვეყანაში (სომხეთი,
აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, რუსეთი, ყაზახეთი,
ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, რუმინეთი, სერბეთი, მაკედონია,
ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ფილიპინები, ლაოსის სახალხო
დემოკრატიული რესპუბლიკა, კამბოჯა, ნამიბია, ნიგერია, ზიმბაბვე, ლიბერია და ა.შ.).
თამარ გოცაძე არის Lean Six Sigma-ს მწვანე ქამრის მფლობელი და აქვს 10 წელიწადზე
მეტი ხნის პრაქტიკის, სწავლების და კონსულტირების გამოცდილება ხარისხის
უზრუნველყოფისა და ხარისხის გაუმჯობესების სფეროში მრავალ ქვეყანაში.

 

LinkedIn | ResearchGate