გიორგი გოცაძე
პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი (PhD)
პროფესორი გიორგი გოცაძე საერთაშორისო ფონდ კურაციოს 1996 წლიდან უდგას სათავეში. 2017 წელს მან დირექტორის პოზიციიდან პრეზიდენტის პოზიციაზე გადაინაცვლა. აქვს ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების სფეროში საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში მან მნიშვნელოვნად გააფართოვა და გააძლიერა ორგანიზაციის გლობალური მასშტაბები და ტექნიკური შესაძლებლობები.
მაია უჩანეიშვილი
აღმასრულებელი დირექტორი
მაია უჩანეიშვილი სართაშორისო ფონდი კურაციოს გუნდს 2011 წელს შეუერთდა. 2024 წლიდან იგი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. მას ჯანდაცვის სექტორში საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და ზედამხედველობას უწევს ფონდის კვლევითი და საკონსულტაციო პროექტების პორტფელის დაგეგმვისა და განხორციელების სრულ პროცესს.
თამარ გოგუაძე
ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი
თამარ გოგუაძე ორგანიზაციის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას 1997 წლიდან იკავებს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მან უდიდესი წვილი შეიტანა ფონდის ზრდის ძირითადი ეტაპების წარმართვასა და მის სტრუქტურულ განვითარებაში.
ნათია რაზმაძე
ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მენეჯერი
ნათია რაზმაძე გუნდს 2011 წელს შეუერთდა. იგი პასუხისმგებელია ორგანიზაციის ადამიანური რესურსების საინფორმაციო და მართვის სისტემების (HRIMS) სტრატეგიულ ზედამხედველობაზე. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფონდის შიდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესში.
სალომე მიქაძე
ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი
სალომე მიქაძე გუნდს 2021 წელს შეუერთდა. იგი კოორდინაციას უწევს ტექნიკური დახმარებისა და საკონსულტაციო პროექტებს და უზრუნველყოფს თითოეული ინიციატივის შესაბამისობას ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვასა და გრძელვადიან მიზნებთან.
ანა ჩუბინიშვილი
კვლევითი დეპარტამენტის მენეჯერი
ანა ჩუბინიშვილი გუნდს 2021 წელს შეუერთდა. იგი პროექტების მართვის სერტიფიცირებული პროფესიონალია (PMP) და ხელმძღვანელობს ჯანდაცვის კვლევით ინიციატივებს პირველადი ჯანდაცვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, იმუნიზაციისა და ფარმაცევტული პოლიტიკის სფეროში.
აკაკი ზოიძე
მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების ექსპერტი
აკაკი ზოიძე საქართველი სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. მას გლობალური ჯანდაცვის რეფორმების სფეროში საქმიანობის 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 2018 წლის ჯილდოს მფლობელია. სხვადასხვა დროს იგი კონსულტაციას უწევდა მსოფლიო ბანკსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 15 ქვეყანაში. იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
თამარ გოცაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის ხარისხისა და მონიტორინგისა და შეფასების (M&E) ექსპერტი
ქალბატონ თამარს 20-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს და კონსულტაციას უწევს სამინისტროებს ჯანდაცვის რეფორმებისა და გარდამავალი პერიოდის დაგეგმვის საკითხებში. ფლობს Lean Six Sigma Green Belt-ის სერტიფიკატს – სპეციალიზებულია ხარისხის გაუმჯობესებისა და სოციალური სექტორის სტრატეგიის სფეროებში.
ივდით ჩიქოვანი
მკვლევარი, მედიცინის დოქტორი
ივდითი ჩიქოვანი გუნდს 2000 წელს შეურთდა. იგი უფროსი მკვლევარია და მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია იმუნიზაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და პროგრამების მდგრადობა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაგეგმვისა და მტკიცებულებათა სინთეზის პროცესებში.
ეკატერინე კალანდაძე
მკვლევარი
ეკატერინე კალანდაძე მკვლევარია. მისი სპეციალიზაციის სფეროა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ადამიანური რესურსების განვითარება და სოციალური გავლენის სფეროები. აქვს ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში საქმიანობის გამოცდილება და არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დოქტორანტი.
ნინო კოტრიკაძე
მკვლევარი
ნინო კოტრიკაძეს ჯანდაცვის სფეროში საქმიანობის ექვსწლიანი გამოცდილება ჰქონდა, როდესაც ფონდის გუნდს შეუერთდა 2023 წელს. როგორც მკვლევარი, იგი სხვადასხვა კვლევით პროექტეში იღებს მონაწილეობას და ხელს უწყობს მტკიცებულებების მოპოვებას ჯანდაცვის სისტემებისა და პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღების მიზნით.
ანა ლომთათიძე
თემების ჩართულობისა და მონაწილეობის კოორდინატორი/მკვლევარი
ანა ლომთათიძე საერთაშორისო ფონდ კურაციოში თემის ჩართულობისა და მონაწილეობის კოორდინატორია. იგი პასუხს აგებს ადგილობრივი თემის ჩართულობაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ყველა ეტაპზე მონაწილეობითი მიდგომების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით.
საბა სიგუა
უმცროსი მკვლევარი (რაოდენობრივი კვლევა)
საბა სიგუა გუნდს 2025 წელს შეუერთდა. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა ჯანდაცვის ეკონომიკის კვლევა, მონაცემთა მოდელირება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ვიზუალიზაციების შექმნა სტატისტიკური ანალიზის მოწინავე მეთოდების გამოყენებით.