აივ ინფექცია/შიდსის გავრცელებასთან დაკავშირებული სარისკო ქცევაზე ზედამხედველობის განმეორებითი კვლევა ბიომარკერული კომპონენტით კომერციული სექსის მუშაკ ქალებში, ამ პოპულაციის ზომის შეფასებით, 2014

საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომასთან” თანამშრომლობით განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია სარწმუნო ინფორმაციის გენერირება აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფისთვის ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.

დღეისათვის საქართველო აივ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით კონცენტრირებული ეპიდემიის ქვეყნებს მიეკუთვნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2013 წლის ბოლოსთვის აივ ვირუსით ინფიცირების 4,131 შემთხვევაა რეგისტრირებული, ბოლო წლების მანძილზე ყოველწლიურად საშუალოდ 500 ახალი შემთხვევა ვლინდება. ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით ჰეტეროსექსუალური კონტაქტი პირველ ადგილზეა (49%), ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება მეორეზე (35%), ხოლო ჰომოსექსუალური კონტაქტი მესამეზე (13%) [1]. 2012 წელს თბილისსა და ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით ამ ჯგუფში აივ ინფექციის პრევალენტობა 1.3%-ია თბილისში, ხოლო ბათუმში 0.8% [2].  კვლევა წარმოადგენს ბიომარკერული და ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის შემდგომ რაუნდს თბილისსა და ბათუმში, მას თან ერთვის პოპულაციის სავარაუდო ზომის განმსაზღვრელი კვლევა, რაც მნიშვნელოვანია ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

პროექტი განხორციელდა გლობალური ფონდის საქართველოსთვის გაცემული გრანტის ფარგლებში. კვლევის დიზაინის და ანალიზის ეტაპზე მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

იხილეთ კვლევის ანგარიშები სრულად:

  1. აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები სექს-მუშაკებს შორის საქართველოს ორ ქალაქში
  2. ქალი სექს-მუშაკების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში

     

————————

[1] დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გლობალური შიდსის რეაგირების მიმდინარე ანგარიში. საქართველო 2014

[2] საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა”. აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები სექს მუშაკებს შორის საქართველოს ორ ქალაქში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით თბილისსა და ბათუმში 2012 წელს, 2013