ტრანზიცია და მდგრადობა

 

საერთაშორისო ფონდი კურაციო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დონორთა დაფინანსებული პროგრამების შედეგების კვლევას და მათი მდგრადობის საკითხებს. ჩვენ ვიკვლევთ ასეთი პროგრამების ეფექტურობასა და გავლენას შესაბამის ქვეყნებში.

მაგალითისთვის, 2014 წელს, ჩვენ შევაფასეთ ვაქცინებისა და იმუნიზაციის მსოფლიო ალიანსის (GAVI) მიერ ბოსნიისა და ჰერცოგოვინისთვის გაწეული დახმარება. კურაციომ შეისწავლა GAVI-ის მხარდაჭერილი პროგრამების შედეგები და მათი მდგრადობა. ჩვენ გამოვიკვლიეთ, დონორთა დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ, როგორ განვითარდა ჯანდაცვის ესა თუ ის სფერო, რამდენად სტაბილური იყო ის შედეგები, რომლებიც ამ პროგრამების განხორციელების შემდეგ დადგა. ამასთან, კურაციომ შეაფასა გლობალური ფონდის (the Global Fund) მხარდაჭერილი პროგრამების მდგრადობა ხორვატიაში. ჩვენ შევისწავლეთ, რა გამოწვევების წინაშე დადგა ხორვატია, როდესაც მას დონორთა ფინანსური დახმარება შეუწყდა. ამ შეფასებებით მიღებული დასკვნები კარგი სახელმძღვანელო იქნება ტრანზიციის პროცესში მყოფი სხვა ქვეყნებისთვისაც.

ამჟამად, გლობალურ ფონდთან თანამშრომლობით,კურაციოამავე საკითხებზე მუშაობს საქართველოში, უკრაინაში, ბელორუსსა და ბულგარეთში. ჩვენი მიზანი იყო, განგვესაზღვრა ის სტრატეგიული გზები, რომლებიც უზრუნველყოფენ აივ-ინფექციისა და ტუბერკულოზის პროგრამების შენარჩუნებას დონორთა დახმარების შეწყვეტის შემდეგ. კურაციომ შეიმუშავა პრაქტიკული სახელმძღვანელო, როგორ უნდა უზრუნველყონ ასეთმა ქვეყნებმა გამართული ტრანზიციის პროცესი დონორთა დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ქვეყანაში  ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და მიგნებები ასახვას ჰპოვებს გლობალური ფონდის ახალ სტრატეგიაში.