საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი, 2000-2003
საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი
პროექტი დააფინანსა გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტმა (DFID) და განახორციელა ჯანდაცვის სექტორის განვითარების ინსტიტუტმა (IHSD) ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან, საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ეროვნული ჯანდაცვის მართვის ცენტრთან, და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. პროექტი დაიწყო 2000 წლის მარტში და დასრულდა 2003 წელს.
პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას საოჯახო მედიცინის და თემის მოდელზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვის განვითარების საშუალებით. პროექტმა შექმნა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და მდგრადი სისტემის დანერგვის საფუძველი, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენდა.
პროექტი მიზნად ისახავდა დაფინანსების სისტემების და საზოგადოების მონაწილეობის მოდელების განვითარებას პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე და აუცილებელ მედიკამენტებზე (კერძოდ ღარიბებისთვის, ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით). აღნიშნული პროექტი ხელს უწყობდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში.
საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი, პირველადი სამედიცინო მომსახურების სფეროში, განხორციელდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაწევას პირველადი ჯანდაცვის ახალი მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაში და განხორციელებაში, რათა გაეუმჯობესებინა ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა ყველა სახის შემოსავლის მქონე მოქალაქისათვის. აღნიშნული ხელს შეუწყობდა პროექტის მიზნების განხორციელებას, ე.ი. საქართველოს დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის დეპარტამენტს გაეწია ტექნიკური დახმარება. ექსპერტებმა მათ გაუზიარეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი მოდელის დანერგვა, ადამიანური რესურსების წვრთნა, ეკონომიკური და სოციალურ შეფასებების გაკეთება მიღებული გამოცდილების ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროცესში გამოსაყენებლად. პროექტის მთავარი ბენეფიციარი იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იღებდა, ან სურდა მიეღო პირველადი ჯანდაცვის მომსახურება, მაგრამ არსებული ფინანსური ბარიერების გამო მათზე ხელი არ მიუწვდებოდა.
გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტმა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის განხორციელება 1997 წლიდან დაიწყო. ორ წლიანი პროექტის (რომელიც 1999 წლის აგვისტოში დასრულად) ფარგლებში, თბილისში საოჯახო მედიცინის სპეციალისტების მომზადების მიზნით, დეპარტამენტი თანამშრომლობდა ეროვნული ჯანდაცვის განვითარების ცენტრთან. 1999 წელს პროექტის შედეგების განხილვისას გამოიკვეთა, რომ პროექტი განხორციელდა წარმატებით.
პროექტის მთავარ მიღწევად მიიჩნევა:
ეროვნული ჯანდაცვის მართვის ცენტრის შესაძლებლობების განვითარება ოჯახის ექიმების მომზადების სფეროში;
საოჯახო მედიცინის სპეციალისტის, როგორც სამართლებრივად აღიარებული პროფესიის შემოტანა;
ოჯახის ექიმების ტრენინგის მასალების და პროგრამის შემუშავება;
ლიცენზირების და აკრედიტაციის სისტემის შექმნა საოჯახო მედიცინის სფეციალისტების ტრენინგებისთვის და ოჯახის ექიმებისთვის.
ერთიანი მიდგომის უზრუნველსაყოფად და ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, პროექტის წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მსოფლიო ბანკთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე მოხდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის შემდგომი წვრთნა, განვითარება და გაძლიერება თბილისში საოჯახო მედიცინის სფეროში ტრენინგის ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბების და იმერეთსა და ქართლში რეგიონული ცენტრების შექმნის საშუალებით. აღნიშნული რეგიონები შეირჩა საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად და სიღარიბის დონის განსაზღვრის საფუძველზე. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის პროექტების არსებობა (მაგალითად, მმართველობის გაუმჯობესების პროექტი) და დონორების საქმიანობა (“მედიცინა საზღვრებს გარეშე”, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო).
პროექტის მიერ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები აღებულ იქნა გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის პროექტებიდან საქართველოში, ალბანეთში, ყაზახეთსა და რუსეთში.
პროექტს მართავდა ჯანდაცვის სექტორის განვითარების ინსტიტუტი (დიდი ბრიტანეთი). გარდა ამისა პროექტის მართვას ახორციელებდა კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იყო შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაციის, საქართველოს მედდათა ასოციაციის და სხვა ორგანიზაციების წამყვანი ოფიციალური პირებით.