პრემიერული გათვლები უმწეოთა დაზღვევის პროგრამისათვის 2009
2009 წელს, სადაზღვევო პროგრამას 900 000 მოქალაქე უნდა მოეცვა. 2009 წლის ბიუჯეტის უფრო ეფექტურად დაგეგმვის მიზნით, USAID დაფინანსებული CoReform პროგრამის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფმა და საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ ანალიზი და გათვლები წარუდგინეს განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს . კერძოდ: ა) საშუალო პრემიუმად დადგინდა 12.64 ლარი ერთ სულ მოსახლეზე, რაც წელიწადში შეადგენს 151.68 ლარს; ბ) სხვა პრემიუმის კოეფიციენტები შეფასდა შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: 1. ასაკი და სქესი, 2. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები (0-49; 50-74; 75 და მეტი); 3. ასაკი, სქესი და ოჯახის ზომა; 4. ასაკი, სქესი და რაიონი.
აღნიშნული პრემიერული გათვლები აისახა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის ბრძანებულებაში #32, სადაც საშუალო პრემიუმი ყოველთვიურად აჭარბებს 12.64 ლარს და უტოლდება15 ლარს, იმის გამო, რომ მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა დაზღვევის პაკეტის კიდევ უფრო გაფართოება უმწეოთათვის.
ნახეთ დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:
Premium Estimates for the 2009 State Health Care Benefit Program for the Poor (ENG)
Premium Estimates for the 2009 State Health Care Benefit Program for the Poor (GEO)