ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება

 

საერთაშორისო ფონდი კურაციო ინოვაციური მიდგომების გამოყენებით ზრუნავს ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაზე. ფონდი მუშაობს ჯანდაცვის დაფინანსების, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესებისა და ეროვნული და ადგილობრივი  მთავრობების გაძლიერების სფეროებში. ამ მიმართულებით, ვიყენებთ როგორც ადგილობრივ კადრების ცოდნას, ისე საერთაშორისო კარგ პრაქტიკას. კურაციოს ხელი მიუწვდება 400-ზე მეტი კონსულტანტის პროფესიულ ცოდნაზე მსოფლიოს მასშტაბით.

კურაციოს საქმიანობის შედეგად, საქართველო გახდა პირველი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინაჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების ინსტიტუციონალიზაცია.საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული ღარიბთა სამედიცინო დაზღვევის კონცეფცია, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საფუძველი გახდა. ამასთან, კურაციომ მოამზადა საქართველოს იმუნიზაციისა და ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის კონცეფცია და აივ-ინფექციის ეროვნული მეთვალყურეობის სისტემა. საგულისხმოა, რომ აივ-ინფექციის სისტემა უკვე დაინერგა შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფით.

კურაციო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობს  მსოფლიო ბანკთან, USAID-თან, JSDF-თან და გლობალურ ფონდთან.