ჩვენი ინტერნები

საერთაშორისო ფონდ კურაციოს ინტერნატურის პროგრამის ფარგლებში 2002 წლიდან დღემდე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტები სტუმრობენ. იხილეთ მათი ვიდეო- კომენტარები პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ.

ნატალი ფლასი, ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერკის საზოგადო ჯანდაცვის სკოლა  –ნატალი ჩართული იყო ნარკოტიკის მომხმარებელთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფი პრევენციული პროგრამების კვლევაში და კვლევის მონაცემთა ანალიზის ნაწილში შეიტანა წვლილი.

ნოემია ტეიხეირა-ფილა, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა, დიდი ბრიტანეთი – კურაციოს კვლევით განყოფილების გუნდთან ერთად ნოემია მუშაობდა ჯანდაცვის დაფინანსების ანალიზზე, რომლის მიზანიც მოსახლეობის ფინანსური დაცულობის და თანაბარი ხელმისაწვდომობის მკონცეფციის შეფასება იყო ჯანდაცვის დაფინანსებაში 2010-2015 წლებში.

დაიანა ბი-მაჩადო, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა, დიდი ბრიტანეთი – ინტერნატურის ფარგლებში დაიანა ლიტერატურის მიმოხილვით იყო დაკავებული და იძიებდა ინფორმაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების პირველად ჯანდაცვაში ინტეგრაციის შესახებ და აანალიზებდა განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას ამ მიმართულებით.

სტუარტ გრინი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა, დოქტორანტი – კურაციოს ინტერნატურის პროგრამის ფარგლებში, ის ჩართული იყო კვლევით პროექტში: ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პოლიტიკის ასპექტების ორგანიზება და დაფინანსება. ამასთანავე, CIF-ის პერსონალთან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო ახალი სამეცნიერო სტატიის წერის პროცესში, რომელიც საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ეხება. სტუარტი მისი შთაბეჭდილებების შესახებ ვიდეო ინტერვიუში საუბრობს.

 

რიკარდო მადალაცო, მაკალასტერის კოლეჯი, მინესოტა, აშშ. – რიკარდო მაკალასტერის კოლეჯის ბალკალავრია. იგი  ფონდის მკვლევარ გუნდთან ერთად 2014 წლის ზამთარში მუშაობდა. რიკარდოს ინტერესი გლობალური ჯანდაცვაა და მომავალში ამ მიმართულებით გეგმავს მუშაობას. ინტერნატურის პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე იგი თავად საუბრობს.

 

ლუჩია კალიზო და ლორა კოვარუბიასი, ჯონ ჰოპკლინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბლუმბერგის სკოლა, მერილენდი, აშშ. – საერთაშორისო ფონდი ‘კურაციოს’ 2012 წლის ინტერნატურის პროგრამის მონაწილეები ლუჩია კალიზო და ლორა კოვარუბიასი ინტერნშიპის საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.