მკვლევართა გუნდი

საერთაშორისო ფონდ ‘კურაციოს’ მკვლევართა გუნდი  აერთიანებს საერთო იდეით მოქმედ ადამიანებს. 20 წლიანი კვლევითი და ანალიტიკური გამოცდილება, საუკეთესო გარემოს ქმნის განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის. კვლევითი განყოფილების გუნდი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების მუდმივ ძიებაშია და ინტერნატურის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს რეალურ გარემოში პროფესიული უნარების დახვეწასა და განვითარებას სთავაზობს.

 

გიორგი გოცაძე, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

გიორგი გოცაძის  ექსპერტიზის სფეროებია: ჯანდაცვის დაფინანსება, ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემების კვლევა. იგი სხვადასხვა რეფერირებად ჟურნალში 15-ზე მეტი პუბლიკაციის და წიგნის თავების ავტორია, გიორგი გოცაძეს გამოაქვეყნებული აქვს სტატიები ისეთ ჟურნალებში, როგორიც არის   Health Policy and Planning, Social Science and Medicine. მას აქვს კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება არაერთ ქვეყანაში. ბოლო პერიოდში მისი კვლევის ინტერესია  დონორთა დახმარებიდან  გამოსვლა და შედეგების მდგრადობის საკითხები გარდამავალი ეკონომის ქვეყნებში. გიორგი გოცაძე  საერთაშორისო ფონდ კურაციოს 1996 წლიდან ხელმძღვანელობს, იგი არის ასოცირებული პროფესორი და ასწავლის ჯანდაცვის დაფინანსებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში.

აკაკი ზოიძე, ექიმი, მაგისტრი, 

აკაკი ზოიძეს აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება გარდამავალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებში ჯანდაცვის დაფინანსების, სამედიცინო სერვისების რეფორმების სფეროში. მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან, აანალიზებდა ამ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებს და აფასებდა ჯანდაცვის სისტემების მუშაობას. აკაკი ზოიძე როგორც უფროსი მკვლევარი ხელმძღვანელობდა არაერთ ჯანდაცვის სისტემების კვლევით პროექტს. იგი არის 10-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. 2016 წლიდან აკაკი ზოიძე არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ივდითი ჩიქოვანი, ექიმი, მკვლევარი

ივდითი ჩიქოვანს აქვს 10 წელზე მეტი  წლის გამოცდილება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევაში. ის ფონდის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელია. ივდითი ჩიქოვანი იყო მკვლევარი არაერთ კვლევით პროექტში, რომელიც განხორციელდა ჯანდაცვის სისტემების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებისა და ქცევითი საკითხების თემებზე. ივდითი ჩიქოვანი არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი სხვადასხვა რეფერირებად ჯურნალში.

ნათია შენგელია, ექიმი, მკვლევარი

ნათია შენგელია არის მკვლევარი  საერთაშორისო ფონდ კურაციოში. ნათია შენგელია ჩართულია აივ ინფექცია შიდსის კვლევაში და იკვლევს ინფექციის გავრცელების დინამიკას  გავრცელების მაღალი რისკის მქონე პოპულაციაში და ასევე სარისკო ქცევების ცვალებადობას და მასთან დაკავშირებული დეტერმინანტების გავრცელებას. ნათია შენგელია ჩართული იყო მაღალი რისკის მქონე პოპულაციის ზომის დადგენის კვლევაში. იგი არის ექსპერტი რაოდენობრივი კვლევითი მონაცემების გაანალიზებაში. ნათია შენგელიას აქვს თანაავტორობითი კვლევითი პუბლიკაციები.

ლელა სურაბერიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, მკვლევარი

ლელა სულაბერიძე 2014 წლიდან შეუერთდა კურაციოს გუნდს. მისი კვლევითი ინტერესებია ჯანდაცვის დაფინანსება და ჯანდაცვის სისტემების კვლევა. ლელა სულაბერიძის უკანასკნელი კვლევა იყო საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეკონომიკური ბარიერების შესწავლა, შერეული კვლევის მეთოდის გამოყენებით. ლელა სულაბერიძე ასევე მუშაობდა აივ ინფექცია შიდსის მაღალი რისკის მქონე პოპულაციის ზომის დადგენის კვლევაზე.

მაია უჩანეიშვილი, პროექტების მენეჯემენტის მაგისტრი, მკვლევარი

მაია უჩანეიშვილი კვლევითი განყოფილების მენეჯერია და ზედამხედველობს მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების მსვლელობას. მაია ასევე უძღვება საერთაშორისო ინტერნატურის პროგრამას. ის კოორდინირებას უწევს აპლიკანტებთან და პროგრამის მონაწილეებთან ურთიერთობას და პასუხისმგებელია ლოჯისტიკურ საკითხებზე პროგრამის ფარგლებში.