თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევა
პროექტი „თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევა“ დააფინანსა იაპონიის სოციალური განვითარების ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ 2003 წლის სექტემბრიდან – 2007 წლის სექტემბრამდე. პროექტის მიზანი იყო თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების განხორციელების შესაძლებლობის და ეფექტიანობის შემოწმება.პროგრამები საქართველოში შერჩეულ თემებში განხორციელდა.
კერძოდ, პროექტის მიზანი იყო:
- საზოგადოების მონაწილეობის გააქტიურების საშუალებით ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის ღარიბი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების დაფინანსების უზრუნველყოფა;
- დასავლეთ საქართველოს შვიდი საპილოტო პროგრამის გამეორება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მინიმუმ 36 სხვა თემში;
- იმ მიკრო პროგრამების (მიკრო-დაზღვევა) დაკავშირება, რომლებიც ზრდის „რისკების პულინგის“ (რისკების გაერთიანება) მოცულობას და იძლევა ეკონომიკურ ეფექტს სადაზღვევო პროგრამების მართვის საშუალებით.
აღნიშნული გრანტი წარმოადგენდა პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის საკრედიტო ხელშეკრულების (კრედიტის N 702 GE) დამატებას. ხელშეკრულება გაფორმდა 2002 წლის 8 ნოემბერს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (IDA) პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის ხელშეწყობის მიზნით.