საერთაშორისო ფონდმა კურაციომ (CIF)განახორციელა მრავალი კვლევა დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამების ეფექტურობის, ქმედითობისადა მდგრადობის შეფასების მიზნით. ამჟამად, კურაციო მუშაობს გლობალური ფონდის პროექტების პროგრამული და ფინანსური მდგრადობის საკითხებზე ხორვატიაში, საქართველოში, უკრაინაში, ბელარუსსა და ბულგარეთში.
კურაციომ შეაფასა UNICEF-ის მიერ უზბეკეთისთვის, ყაზახეთისთვის, ყირგიზეთისთვის, მოლდოვასთვის და სერბეთისთვის გაწეული დახმარება, რომელიც ჩვილ და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობასა და ავადობის შემცირებას ითვალიწინებდა. კურაციოს შეფასება და მიგნებები ხელს შეუწყობს დედათა და ბავშვთა საჭიროებაზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემის შექმნას.
2014 წელს, კურაციომ შეაფასა ვაქცინებისა და იმუნიზაციის მსოფლიო ალიანსის (GAVI) მიერ ბოსნიისა და ჰერცოგოვინისთვის გაწეული დახმარება. ჩვენ გავაანალიზეთ GAVI-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და შევისწავლეთ მათი შედეგები დონორთა დაფინანსების შეწყვეტის შემდგომ. გარდა ამისა, კურაციომ გამოავლინა ის ასპექტები, რომლებიც განაპირობებს პროგრამული შედეგების ხანგრძლივად შენარჩუნებას.
2014 წლის აგვისტოში, კურაციომ ასევე შეაფასა GAVI-ის დახმარება, რომელიც ტაჯიკეთის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, და გამოიკვლია მისი შედეგები. დონორ ორგანიზაციებს შეუძიათ, გამოიყენონ შეფასების შედეგად მიღებული მიგნებები სამომავლო დახმარების დაგეგმვისას.