21 დეკემბერი, 2021          ავტორები: ლელა სულაბერიძე, გიორგი გოცაძე

 

სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს. გრფ პოლიტიკის შედეგად ფასების შემცირების მასშტაბი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მნიშვნელოვნად ვარირებს ქვეყნებს შორის.

წაიკითხეთ მეტი >>

23 მარტი, 2021                                     ავტორი: მკვლევართა ჯგუფი

საქართველოში COVID-19 ეპიდემიის საწყის ეტაპზე ჩვენი გუნდი გარკვეული პერიოდულობით აანალიზებდა ეპიდემიის მიმდინარეობას და მოსალოდნელ საფრთხეებზე საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია ეპიდემიის დინამიკაზე დაკვირვება და ანალიზი, დიდი დრო გავიდა, რაც ეპიდემიის ტენდენციებზე ჩვენი მოსაზრებები საჯაროდ არ გამოგვითქვამს.

წაიკითხეთ მეტი >>

22 აპრილი, 2020                                        ავტორი: კურაციოს მკვლევართა ჯგუფი

გასული 10 დღის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ერთი დღე, როდესაც დღიურად დადასტურებული შემთხვევები 16 აპრილს 42-მდე გაიზარდა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი (პირველი 100 შემთხვევის მერე) კვლავაც წრფივია და 7.3%-ია. ერთი დღის ნახტომმა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში, გააჩინა ეჭვებიც და გარკვეულად მცდარი მოლოდინები-შიშები შექმნა.

წაიკითხეთ მეტი >>

12 აპრილი, 2020                                        ავტორი: კურაციოს მკვლევართა ჯგუფი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დღიურად გამოვლენილი შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით  85%-იანი სიზუსტით შეიძლებაითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით ექსპონენციალურად არ იზრდება.შემთხვევევბის ზრდა წრფივი – ნელი ტენდენციით ხასიათდება, რაც საქართველოს ბევრი ევროპული თუ მეზობელიქვეყნისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს.

წაიკითხეთ მეტი >>

31 მარტი, 2020                                                    ავტორი: გიორგი გოცაძე

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პირველი სწრაფი მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც COVID-19-ის ეპიდემიის წარმატებული მართვის გამოცდილებებს აანალიზებს და ასევე იძლევა პროგნოზს, საქართველოში ეპიდემიის განვითარების შესაძლო სურათზე. აღნიშნულმა დოკუმენტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მედიის და საზოგადოების მხრიდან. ვინაიდან მოვლენები სწრაფად ვითარდება, ეპიდემიოლოგიური სურათი ცვალებადია, საზოგადოების ინტერესი კი – მაღალი, საერთაშორისო ფონდი კურაციო ხსნის ღია დისკუსიას სოციალური ქსელის და ელ-ფოსტის საშუალებით.

წაიკითხეთ მეტი >>

17 აგვისტო, 2017                                                    ავტორი: იულია მაკაიოვა

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა.

წაიკითხეთ მეტი >>

21 აპრილი, 2017                                                    ავტორი: ანა ჟულინა

მიკრობების  რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და ეს გამოწვევა საქართველოს წინაშეც დგას.

საქართველოში რეზისტენტული ფილტვის ტუბერკულოზი დიდი პრობლემაა, რადგან ამგვარი ფორმა აღენიშნება ყოველი ათი ახალი შემთხვევიდან ერთ პაციენტს, ხოლო ყოველი ადრე ნამკურნალევი ათი პაციენტიდან – ოთხს.

წაიკითხეთ მეტი >>