BMG: ჯანდაცვის ბარომეტრი – რა ხარვეზებია ჯანდაცვის სექტორში?

ბიზნეს მედიას გადაცემა ანალიტიკა ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის შედეგებს აშუქებს. შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=1180995979351241
ბიემჯი: ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი – რა ხარვეზები აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეთხუთმეტე ტალღის შედეგები წარუდგინა საზოგადოებას. კვლევის მიგნებებს ბიემჯის ‘საქმის კურსის’ ეთერი ეხმიანება. იხილეთ გადაცემა სრულად: https://fb.watch/edj2ZeVpDh/
ნეტგაზეთი: რას გვთავაზობს სახელმწიფო პაციენტებს?! | გიორგი გოცაძე

გამოცემა “ნეტგაზეთი” საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორის გიორგი გოცაძის კომენტარს აქვეყნებს. საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, რომელიც 2013 წელს შემოგვთავაზეს, უდავოა! მრავალ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა ქირურგიული ოპერაცია ან იმ დაავადებისთვის ემკურნალა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა და ფინანსური სახსრების უქონლობის გამო ამ შესაძლებლობის მიღმა რჩებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებით და მკურნალობის ღირებულების, თუნდაც ნაწილობრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებით, სახელმწიფომ […]
BM.ge: რატომ ძვირდება მედიკამენტები? – “კურაციოს” პრეზიდენტი 4 ფაქტორს ასახელებს

მედიკამენტების სიძვირე და ფარმაცევტულ პროდუქტებზე მაღალი დანახარჯები, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. ბოლო ერთ წელიწადში ჯანდაცვის ჯგუფში ფასები თითქმის 14%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აპრილში მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 28,3%-ით არის გაძვირებული. ქართული ფარმაცევტული ბაზარი მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ გასულ წელს საქართველომ $327.1 მლნ დოლარის მედიკამენტები იყიდა. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული კომპანიები გასაყიდი მედიკამენტების ფასს უცხოური ვალუტის კურსის შესაბამისად […]
პუბლიკა: მაჩვენებელები გვაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის ტენდენციებზე მოსაზრება გამოაქვეყნა. „რამდენიმე მიზეზის გამო, თავი მოვალედ ჩავთვალეთ, ჩვენი ნაფიქრალი საზოგადოებას გავუზიაროთ, რადგან ვხედავთ კიდევ ერთი აფეთქების (ტალღის) მოახლოებას და მიგვაჩნია, რომ საჭიროა დროულად გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ის, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში ვიხილეთ არ განმეორდეს. როგორც ცნობილია, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ეპიდემიის მზარდი […]
Business Media Group: დიდი ალბათობით საქართველო მორიგი covid-აფეთქების წინაშე დგას – მკვლევართა ჯგუფი

Business Media Group საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტთა გუნდის მოსაზრებასთან დაკავშირებით, სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ შინაარსს სრულად: საერთაშორისო ფონდი “კურაციო” მკვლევართა ჯგუფის მიერ მომზადებულ ბლოგს აქვეყნებს, რომელიც covid-19-ის პანდემიის მიმდინარეობს და მოსალოდნელ საფრთხეებს ეხება. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, პროცესის შესაჩერებლად საჭირო ღონისძიებები დროულად გატარდეს, ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ […]
Business Media Group: საქმიანი დილა, Galt & Taggart და Curatio-ს ერთობლივი კვლევის მიმოხილვა

Galt & Taggart-ის და #Curatio-ს ერთობლივი კვლევა – “ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის” მიგნებები საქმიანი დილის ეთერში მიმოიხილეს. გადაცემის სტუმრები Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი ნინო პერანიძე – (Nino Peranidze) და საერთაშორისო ფონდი კურაციოს, პრეზიდენტი გიორგი გოცაძე არიან. იხილეთ ეთერი სრულად.
Business Media: რამდენი საწოლია საქართველოს საავადმყოფოებში?

Business Media კიდევე ერთ სტატიას აქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის კვლევაზე დაყრდნობით. საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” და Galt & Taggart-მა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ ერთობლივი ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც ჰოსპიტალური სფეროს ფინანსურ მდგომარეობას აფასებს. კვლევის თანახმად, საქართველოს საავადმყოფოებში სულ 17,500 საწოლია, რაც ყოველ 1000 მოსახლეზე 4.5 საწოლს ნიშნავს. ორგანიზაციების შეფასებით, საწოლების არსებული რაოდენობა ამჟამად მოსახლეობის საჭიროებებს აღემატება, რის გამოც […]
Business Media: “კერძო სექტორმა გაპარტახებულ საავადმყოფოებში ბევრი ფული ჩადო, ახლა ამბობენ სახელმწიფო კლინიკები უნდა ავაშენოთო”

საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტი, გიორგი გოცაძე ჰოსპიტალური სექტორის ოპტიმიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს, გასული 15 წლის განმავლობაში გაკეთებული საქმე წყალში იყრება. საკითხზე მან „საქმიანი დილის“ „ანალიტიკაში“ ისაუბრა. „ჩვენ შემოვტრიალდით და ისევ აღმავალი გზით წავედით, ანუ ის რაც ნამუშევარი და გაკეთებული იყო 15 წლის განმავლობაში, გადაიყარა წყალში და შევუდექით ისევ ახალი საავადმყოფოების მშენებლობას. დღეს, იმის […]
Forbes Health: ჯანდაცვა: მმართველობა და ეფექტიანობა

რაზე შეიძლება პანდემიამ დაგვაფიქროს ჯანდაცვის მართვის კონტექსტში. Forbes Health-ის ეთერს ჯანდაცვის ექსპერტები სტუმრობენ. აკაკი ზოიძე, გიორგი გოცაძე, ქეთი ჩხატარაშვილი. იხილეთ Forbes Health-ის დისკუსია ბმულზე