ექსპერტების დასკვნის მიხედვით, საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვიდან 10 დღის შემდეგ შემთხვევათა დღიური ზრდის ტემპი ორჯერ შემცირდა და ამის შემდეგ ეპიდემია ნელა ვრცელდება, რაც მნიშვნელოვანია დროის მოგებისა და ეპიდემიის პიკის გადავადების მხრივ. „პუბლიკა“ ორგანიზაციის პრეზიდენტ გიორგი გოცაძეს ესაუბრა.
ოგორ მიმდინარეობს Covid-19-ის ეპიდემია საქართველოში? ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთი გიორგი გოცაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. შეიძლება თუ არა ქვეყანაში იყოს დიდი რაოდენობით შემთხვევები, რომლებიც არ გამოვლენილა? როგორ იმუშავა მთავრობის მიღებულმა ზომებმა ეპიდემიის პრევენციისთვის? ზრდის თუ არა ეკლესიებში წირვის გაგრძელება ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს?
ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი” საერთაშორისო ფონდი კურაციოს COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობის ტენდენციების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს აქვეყნებს.
გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და პრენევენციისთვის ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია გამართ. ნახეთ გიორგი გოცაძის კომენტარი აპლიკაციის მოლოდინების შესახებ.
დოკუმენტი „COVID-19 ის ეპიდემია საქართველოში პროგნოზი და პოლიტიკის შეთავაზებები“ საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ მომზადებული მტკიცებულებაა, რომელიც სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეპიდემიის ეფექტური მართვისთვის საქართველოში. “თარგამაძის ფორმულა” დოკუმენტის მთავარ აქცენტებს მიმოიხილავს.
მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ჰოსპიტლური სექტორის გადატვირთვა, მოემზადოს პირველადი ჯანდაცვა მოსახლეობის დასახმარებლად, რადგან ინფიცირებულთა 80%-ს სტაციონარში მკურნალობა არ დასჭირდება და მნიშვნელოვანი ხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობა.
მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ავუხსნათ, რომ ზოგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა აუცილებელი არ არის.
წაიკითხეთ ონლაინ გამოცემა “ლიბერალის” მიმოხილვა სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების შესახებ, რომელიც ჯანდაცვის საკითხებზე ადვოკაციის მიზნით შეიქმნა
დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს საქართველოში სამედიცინო პერსონალის რაოდენობრივი, პროფეისული და გეოგრაფიული დისბალანსის პრობლემის შესახებ, ასევე ექიმების პროდუქტიულობაზე და განათლების ხარისხის საკითხებზე.
ინტერვიუს ფარგლებში განიხილეს ისეთი პრობლემური საკითხები როგორიცაა: ჯანდაცვის რესურსების რაოდენობრივი დისბალანსი ქვეყანაში, კადრების ასიმეტრიული პროფესიული და გეოგრაფიული განაწილება, დაბალი სამედიცინო განათლების ხარისხი და სხვა.