4 და 5 ივნისს საერთაშორისო ფოდნმა კურაციომ ღია საზოგადოების ქსელთან ერთად გამართა მეორე სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სამუშაო შეხვედრა გაიმართა მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს მიზნად ჯანდაცვის სფეროში ადვოკატირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
სტატია საუბრობს ჯანმრთელობის სისტემის ბარიერებზე საქართველოში, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებთან იძულებით გადაადგილებული პირების წვდომას ზღუდავს. სტატია BMC Health Services Research -ში გამოქვეყნდა და მისი ავტორები ფონდ კურაციოს მკვლევარები არიან რამდენიმე კოლეგასთან ერთად: ადრიან მერფი, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი, ნინო მახაშვილი და ბაიარდ რობერტსი.
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეისწავლა თემის დონეზე პაციენტებზე ორიენტირებული ხარისხიანი ფთიზიატრიული დახმარების მიწოდებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის საკითხი და შექმნდა ტუბერკულოზის მიმართულებით მოქმედი იმ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კატალოგი, რომლებიც ბოლო პერიოდში ახორციელებდნენ ტუბერკულოზთან დაკავშირებულ, პაციენტთა მოვლაზე ორიენტირებულ მომსახურებას.