დოკუმენტი „COVID-19 ის ეპიდემია საქართველოში პროგნოზი და პოლიტიკის შეთავაზებები“ საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ მომზადებული მტკიცებულებაა, რომელიც სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეპიდემიის ეფექტური მართვისთვის საქართველოში. “თარგამაძის ფორმულა” დოკუმენტის მთავარ აქცენტებს მიმოიხილავს.
საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარი ლელა სულაბერიძე “ქალების ნარატივს” ესტუმრა. ლელა მსჯელობს საავტორო კვლევის – “ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის” უახლესი ტალღის მიგნებებზე და მისი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარის გამოცდილებაზე ჯანდაცვის სფეროში.
დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს საქართველოში სამედიცინო პერსონალის რაოდენობრივი, პროფეისული და გეოგრაფიული დისბალანსის პრობლემის შესახებ, ასევე ექიმების პროდუქტიულობაზე და განათლების ხარისხის საკითხებზე.
ინტერვიუს ფარგლებში განიხილეს ისეთი პრობლემური საკითხები როგორიცაა: ჯანდაცვის რესურსების რაოდენობრივი დისბალანსი ქვეყანაში, კადრების ასიმეტრიული პროფესიული და გეოგრაფიული განაწილება, დაბალი სამედიცინო განათლების ხარისხი და სხვა.
თებერვალში საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი გიორგი გოცაძე ფორბსის ქართულ გამოცემას ესაუბრა. ინტერვიუში აქცენტი ჯანდაცვის სისტემების ეფექტიან მართვაზე და ჯანდაცვაში ინოვაციების როლზე გაკეთდა. ამ კონტექსტში ისაუბრეს გლობალური ჯანდაცვის სისტემების (HSG) და საერთაშორისო ფონდი კურაციოს თანამშრომლობაზეც. გთავაზობთ ინტერვიუს: გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG)…
ბიზნესკურიერმა აქცენტები ფასების ზრდაზე გააკეთა და ძირითადად წამლების ფასების ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა. ექსპერტების განწყობების და მოლოდინების ცვლილების შეფასება ბარომეტრის ოთხი ტალღის შედეგების შედარებით სცადეს. წამლების ფასების ზრდაზე კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომ, სტუდიაში მოწვეული სტუმარი ვალერი კვარაცხელია იყო. …
‘კურიერში’ აქცენტები გაკეთდა რეცეპტების შემოღებაზე, ჯანდაცვის სერვისების მოხმარების ზრდის ტენდენციაზე და მოსალოდნელ რისკებზე. ზაზა სოფრომაძე პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვებს.
‘ლიბერალი; საუბრობს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეოთხე ტალღის ძირითად მიგნებებზე. იხილეთ ბმული
ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიშვილი სტატიაში მიმოიხილავს ბარომეტრის ძირითად მიგნებებს. იხილეთ ბმული
2014 წელს საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარდა კვლევა, რომელმაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა ში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. კვლევაში გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდები, რაც ლიტერატურის ფართო მიმოხილ ვით და მეორად მონაცემთა ანალიზით გამდიდრდა.