გიორგი გოცაძე
პრეზიდენტი

პროფ. გიორგი გოცაძე 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ფონდ კურაციოს დირექტორის რანგში, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრიდან გახდა მისი პრეზიდენტი. მას აქვს ჯანდაცვის პოლიტიკისა და ჯანდაცვის სისტემების სფეროში მოღვაწეობის 25 წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილება. იგი ეხმარება ორგანიზაციას ამ მიმართულებით საქმიანობის შესაძლებლობების განვითარებასა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებაში. პროფ. გიორგი გოცაძე არის ის არის 80-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი რომელთა შორისაა რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები და წიგნების თავები. 

2015-2020 წლებში, როდესაც საერთაშორისო ფონდი კურაციო ასრულებდა ორგანიზაციის „გლობალური ჯანდაცვის სისტემების“ (წევრობაზე დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემების კვლევას და შესაბამისი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას) სამდივნოს ფუნქციას პროფ. გოცაძე იყო მისი აღმასრულებელი დირექტორი და ხელმძღვანელობდა „გლობალური ჯანდაცვის სისტემების“ წარმატებული ორგანიზაციული განვითარების პერიოდს და ჯანდაცვის სისტემების კვლევის სამი გლობალური სიმპოზიუმის ჩატარებას

იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პოლიტიკის სასწავლო პროგრამას. 2008-2014 წლებში იგი იყო გლობალური ფონდის (ჟენევაში ბაზირებული დაწესებულება, რომელიც აფინანსებს ქვეყნებს, რათა მხარი დაუჭიროს აივ-შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პრევენციის, მკურნალობისა და პაციენტებზე ზრუნვის ინოვაციური პროგრამების განხორციელებას) ტექნიკური მიმოხილვის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ხოლო 2017 წლიდან არის გლობალური ფონდის ტექნიკური შეფასებების რეფერენტული ჯგუფის წევრი. პროფ. გიორგი გოცაძე ასევე მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევების სპონსორთა რამდენიმე სამეცნიერო-საექსპერტო ჯგუფისა და ეროვნული თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კორპორატიული საბჭოების მუშაობაში.

Linkedin  | ResearchGate