ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2015

 

საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის და საერთაშორისო ფონდი კურაციოს ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში საქართველოში, 2015 წელს.

კვლევით განისაზღვრა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი პოპულაციის სავარაუდო ზომა, რომელიც სხვადასხვა მეთოდის გამოყენების საშუალებით განხორციელდა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენების მთავარი მიზანი ყველაზე მეტად სარწმუნო მონაცემის მიღება იყო. აღნიშნული კვლევა ჩატარდა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევასთან ერთად ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში.

კვლევა ჩატარდა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.