ინტერნატურის (სტაჟირების) პროგრამის შესახებ

საერთაშორისო ფონდი კურაციო იწვევს ქართველ სტუდენტებს ინტერნატურის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

კურციოს ინტერნატურის პროგრამაში ბოლო 15 წლის მანძილზე 80-მდე სტუდენტი ჩაერთო როგორც ადგილობერივი, ისე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის: ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი, მაკალისტერის კოლეჯი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი,  და სხვ.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ სტუდენტებს შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში, მათი ინტერესებიდან და ფონდში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა დეპარტამენტში: კვლევითი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პროექტების მართვის და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

ინტერნებს აქვთ შესაძლებლობა
  • ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტების მსვლელობაში
  • გაიცნონ დარგის ექსპერტები და ჩაერთონ ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისთვის მტკიცებულებების შექმნის პროცესში
  • ჰქონდეთ წვდომა პირველად კვლევით მონაცემებთან
  • გახდნენ სამეცნიერო სტატიის თანაავტორები
  • ისარგებლონ მოქნილი გრაფიკით
  • გახდნენ შტატგარეშე ანაზღაურებადი კადრები

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია და გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]  

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის მენეჯერს მაია უჩანეიშვილს +995 32 2 253104.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი პრეზენტაცია და ინფოგრაფიკა.

Our Interns