საზოგადოებრივი ფაქტორების გავლენის შეფასება დევნილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საქართველოში, 2011-2012
კვლევით პროექტი ”საზოგადოებრივი ფაქტორების გავლენის შეფასება დევნილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საქართველოში” განახორციელდა საერთაშორისო ფონდი ”კურაციოს” მიერ, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობით (ბაიარდ რობერტსი, პროფ. მარტინ მაკი და პროფ. ვიკრამ პატელი და ქ-ნი ნინო მახაშვილი). პროექტი დაფინანსებული იყო Wellcome Trust-ის მიერ (გაერთიანებული სამეფო).
კვლევა მიზნად ისახავს გააღრმავოს ცოდნა გარეშე ფაქტორების შესახებ, რომელთაც შესაძლოა დადებითი გავლენა საქართველოში დევნილთა და კონფლიქტურ ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებულ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კვლევა წარმოგვიდგენს მტკიცებულებებს დეპრესიის, ფსიქიკური დარღვევების, ალკოჰოლის მოხმარების გავრცელებაზე და სტრესულ ფაქტორებთან გამკლავების სტრატეგიებზე დევნილებსა და იმ პირებში, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისთვის შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად. ეს კვლევა ერთ-ერთი პირველის საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც შეისწავლის საზოგადოებრივ ფაქტორებს დევნილებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით.