2009 წელს, სადაზღვევო პროგრამას 900 000 მოქალაქე უნდა მოეცვა. 2009 წლის ბიუჯეტის უფრო ეფექტურად დაგეგმვის მიზნით, USAID დაფინანსებული CoReform პროგრამის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფმა და საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ ანალიზი და გათვლები წარუდგინეს განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს . კერძოდ: ა) საშუალო პრემიუმად დადგინდა…
ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლების მხოლოდ ¼ გადის აივ ტესტირებას, რის გამოც ისინი საკუთარ მეუღლეებს, მეგობარ გოგონებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას ეპიდემიის საფრთხის წინაშე აყენებენ. საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ განცხადებით: “ ინფექციის პრევენციის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მოტივირება, რომ გაიარონ ტესტირება”….
საერთაშორისო ექსპერტებისა და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ მომზადებული სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში გლობალიზაცია და ჯანმრთელობა (Globalization and Health web site). სტატიის ნახვა აგრეთვე შესაძლებელია აშშ-ს მედიცინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სტატიაში განხილულია გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების ფარგლებში სახსრების ეფექტიანი კოორდინაცისთვის და ოპტიმალური გამოყენებისთვის…
საერთაშირისო ფონდმა „კურაციომ“ აივ ინფექციის/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის პილოტის შეფასება განახორციელა. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის პილოტის შეფასება (ოპერაციული კვლევა) ჩატარდა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აივ ინფექცია/შიდსის ეროვნული პროგრამების განხორციელებისათვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბაზის შექმნა ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსზე ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერების…
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბიომარკერის კომპონენტით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, კომერციულ სექსმუშაკებს და პატიმრებს შორის ქცევაზე ზედამხედველობის კვლევებზე მუშაობა დაასრულა. კვლევა ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკული ცენტრთან, საზოგადოებრივ გაერთიანება „ბომონთან“ და ასოციაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით განხორციელდა. კვლევის ფარგლებში ინტერვიუ ჩაუტარდა…
კვლევის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მაღალი ხარისხი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე პირების მიერ მათი გამოყენების უკიდურესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუმცა მხოლოდ მონაცემების მაღალი ხარისხი არ კმარა. საჭიროა მათი სწორი კომუნიკაცია დამაჯერებლობის უზრუნველსაყოფად. 5-6 თებერვალს, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსი ესწრებოდა ტრენინგს მოკლე საჯარო პოლიტიკის…
8-30 იანვარს, საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ პროექტის მენეჯერები, ქალბატონი ქეთი გოგუაძე და ქალბატონი ივდით ჩიქოვანი ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში გამართულ 2010 წლის ჯანდაცვის მსოფლიო საინფორამციო ფორუმზე საქართველოს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების თაობაზე მოხსენებით გამოვიდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო საინფორმაციო ფორუმს მასპინძლობდა ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელი…
“სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით” პროექტის განხორციელებით საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მიზნად ისახავს განავითაროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შესაძლებლობები ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც ა) მტკიცებულებაზეა დაფუძნებული ბ) ჯდება საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტში და გ) პასუხობს…
„ჯანდაცვის სისტემები 20/20“ (HS 20/20) წარმოადგენს ხუთ წლიან (2006-2011) თანამშრომლობის ხელშეკრულებას. პროექტს აფინანსებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის ფარგლებში იმ ქვეყნებს, რომლებიც USAID-ის დახმარებას იღებენ, სთავაზობენ თანადგომას პრობლემების გადასჭრელად შემდეგ სფეროებში: ჯანდაცვის მართვა, ფინანსები, ოპერაციები და შესაძლებლობების განვითარება. აღნიშნული…
16 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანულ-ქართულ პროფესიულ ქსელთან (UGPN) თანამშრომლობით უმასპინძლა სადისკუსიო კლუბს ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებაზე, სახელდობრ, იმაზე თუ როგორ შეიძლება მომსახურების ორგანიზება პირველადი ჯანდაცვის…