რაც შეეხება საქართველოს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრებით საჭირო მოცვის სამიზნე მაჩვენებლად მოზრდილი მოსახლეობის 60% განისაზღვრა, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს 2021 წლის ბოლომდე.
22 აპრილს ჩვენმა გუნდმა გაგიზიარათ მოსაზრებები ეპიდემიიის მიმდინარეობაზე, როდესაც 10 დღიანი პროგნოზით მაისის დასაწყისისთვის შემთხვევების ზრდას 1000-მდე ვვარაუდობდით. საბედნიეროდ ვირუსის ზრდა ქვეყანაში შენელდა და 17 მაისის მდგომარეობით სულ 695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დროა შევაჯამოთ გასული პერიოდი და შემდგომ ნაბიჯებზე გამოვთქვათ მოსაზრება.