შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების გავლენა სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოხმარებასა და ხარისხზე საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში

საერთაშორისო ფონდ კურაციოს მკვლევარებმა მიმოიხილეს შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების (P4P) ეფექტურობა პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლებში საშუალო და მაღალ შემოსავლიანი ქვეყნებისთვის. შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების მოდელის შესახებ შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურება (P4P) შედარებით ახალი მიდგომაა, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მუშაობის გაუმჯობესებას სასურველი შედეგის მიღების მიზნით, მათი ქცევის ცვლილების სტიმულირებისა და მოტივირებისათვის. P4P წარმოადგენს შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების ფართო კონცეფციის […]
COVID-19 ეპიდემიის მიღწევები და გამოწვევები საქართველოში: მკვლევართა ჯგუფის რამოდენიმე მოსაზრება No 3

18 მაისის განახლება, თბილისი 22 აპრილს ჩვენმა გუნდმა გაგიზიარათ მოსაზრებები ეპიდემიიის მიმდინარეობაზე, როდესაც 10 დღიანი პროგნოზით მაისის დასაწყისისთვის შემთხვევების ზრდას 1000-მდე ვვარაუდობდით. საბედნიეროდ ვირუსის ზრდა ქვეყანაში შენელდა და 17 მაისის მდგომარეობით სულ 695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დროა შევაჯამოთ გასული პერიოდი და შემდგომ ნაბიჯებზე გამოვთქვათ მოსაზრება. თუ გადავხედავთ ეპიდემიიის განვითარების დინამიკას, რომელიც საქართველოში დაახლოებით სამი თვის […]
მოსახლეობის მობილობის ტრენდი და COVID-19-ის გავრცელება: ვაგრძელებთ დაკვირვებას სოციალური დისტანცირების შედეგებზე

საერთაშორისო ფონდი კურაციო” მიმდინარე წლის მარტიდან აკვირდება COVID-19 ეპიდემიის გავრცელებას საქართველოში და პერიოდულად აფასებს სოციალური დისტანცირების შედეგებს. გთავაზობთ რიგით მესამე ანგარიშს, რომელიც 6 მაისის მდგომარეობით, Google Baseline – ის მონაცემებზე დაყრდნობით აფასებს მოსახლეობის მობილობის ცვლილებას. ანგარიშში ნაჩვენებია მობილობის ცვლილების ტრენდი სხვადასხვა სოციალური აქტივობის მიხედვით, როგორიცაა გართობა, დასვენება, ვაჭრობა, ტრანსპორტირება, ასევე აქტივობა ოფისებში/სამუშაო ადგილებზე და საცხოვრებელ სახლებში. მონაცემების ანალიზით, შეგვიძლია […]
COVID-19 ეპიდემიის გამოწვევები საქართველოში: მკვლევართა ჯგუფის რამოდენიმე მოსაზრება N2

22 აპრილის განახლება, თბილისი ასევე წაიკითხეთ 12 აპრილის მიმოხილვა როგორც მკითხველისთვის ცნობილია, ჩვენმა ჯგუფმა 12 აპრილს გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობის ტენდენციებზე და შემდგომი 10 დღის (21 აპრილამდე) მოლოდინებზე. დღეს 21 აპრილია და ვიფიქრეთ შეგვეფასებინა ჩვენი მოლოდინები, გაგვეანალიზებინა, თუ რა მოხდა ჩვენი პუბლიკაციიდან 10 დღის შემდეგ და რას შეიძლება ველოდოთ ხვალ? რა გავიგეთ ახალი […]
COVID19 ეპიდემიის შემაკავებელი ღონისძიებები და მათი შედეგები საქართველოში

დოკუმენტი შეისწავლის შემაკავებელი ღონისძიებების გავლენას COVID19-ის შემთხვევების ზრდის ტემპზე და გამოაქვს დასკვნები საქართველოში მოქმედი ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ. დოკუმენტი პასუხობს შემდეგ კითხვებს: რა შედეგები გამოიღო საქართველოში გატარებულმა შემაკავებელმა ღონისძიებებმა? სხვა ქვეყნებთან შედარებით სად იმყოფება საქართველო შემაკავებელი ღონისძიებების გატარების და მობილობის ცვლილების კუთხით? შემაკავებელ ღონისძიებებთან კავშირში როგორ იცვლება ეპიდემიის ზრდის ტემპი საქართველოში? ჩამოტვირთეთ დოკუმენტი
COVID-19 ეპიდემიის გამოწვევები საქართველოში: მკვლევართა ჯგუფის რამოდენიმე მოსაზრება

ამ დოკუმენტის მიზანია 12 აპრილის მდგომარეობით საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობის ტენდენციები გაანალიზდეს და გარკვეული დასკვნები გაკეთდეს, რაც ალბათ მომავალში გასატარებელ ღონისძიებებზე საუბრისასდაგვეხმარება. რა სიჩქარით იზრდება ეპიდემია საქართველოში? მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დღიურად გამოვლენილი შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით 85%-იანი სიზუსტით შეიძლებაითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით […]
სოციალური დისტანცირების წინასწარი შედეგები 29 მარტის მდგომარეობით

Google-მა დაიწყო რეგულარული ანგარიშების მომზადება იმის შესახებ თუ როგორ შეცვალა COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა კარანტინმა გლობალურად მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ქცევა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეაფასა, რას მიაღწია საქართველომ სოციალური დისტანცირებით 29 მარტის მდგომაროებით. მონაცემებზე წვდომისთვის ჩამოტვირთეთ დოკუმენტი.