ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები პროექტი “ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანრმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები” (“HITT-CIS”) ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება (DG Research – FP7). პროექტი ითვალისწინებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევის განხორციელებას დსთ-ს ქვეყნებში, რომელიც…
8-30 იანვარს, საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ პროექტის მენეჯერები, ქალბატონი ქეთი გოგუაძე და ქალბატონი ივდით ჩიქოვანი ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში გამართულ 2010 წლის ჯანდაცვის მსოფლიო საინფორამციო ფორუმზე საქართველოს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების თაობაზე მოხსენებით გამოვიდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო საინფორმაციო ფორუმს მასპინძლობდა ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელი…
„ჯანდაცვის სისტემები 20/20“ (HS 20/20) წარმოადგენს ხუთ წლიან (2006-2011) თანამშრომლობის ხელშეკრულებას. პროექტს აფინანსებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის ფარგლებში იმ ქვეყნებს, რომლებიც USAID-ის დახმარებას იღებენ, სთავაზობენ თანადგომას პრობლემების გადასჭრელად შემდეგ სფეროებში: ჯანდაცვის მართვა, ფინანსები, ოპერაციები და შესაძლებლობების განვითარება. აღნიშნული…
2004 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნისთვის საქართველოში“ განხორციელება. პროექტი დასრულდა 2009 წლის სექტემბერში. პროექტის ფარგლებში საქრთველოს მთავრობას გაეწია ტექნიკური დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის და გამჭირვალობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტი მიზნად…
პროექტი დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის წარმომადგენლობამ და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) ერთად. პროექტის ძირითადი პარტნიორები იყვნენ: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი (DPH), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი…
პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაძლიერების პროექტი განხორციელდა 2005 წლის სექტემბრიდან – 2007 წლის სექტემბრამდე ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ, რომელსაც სათავეში საერთაშორისო სამედიცინო კორპუსი ედგა. პროექტი განხორციელდა Abt. Associates Inc.-თან, საერთაშორისო ფონდ„კურაციოსთან“ და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კომუნიკაციის პროგრამების ცენტრთან…
პროექტი დააფინანსა კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საერთაშორისო განვითარების კვლევითმა ცენტრმა (CIDA/IDRC) და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ტორონტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა 2004 წლის ივლისი – 2006 წლის მარტი. კვლევა მიზნად ისახავდა „მხარდამჭერი მეთვალყურეობის“ იმუნიზაციის პროგრამის განხორციელებაზე გავლენის დოკუმენტურად ასახვას საქართველოში…
პროექტი „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და განახორციელა ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტმა (JSI) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, პროექტთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ და საქველმოქმედო ფონდ „ორთოსთან“ თანამშრომლობით. პროგრამა მიმდინარეობდა 2003 წლის სექტემბრიდან – 2006 წლის ივლისამდე. პროექტი მიზნად…
უსაფრთხო დედობის ინიციატივა პროექტი „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ (SMI) (დაფიანსებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ) განახორციელეს ორგანიზაციებმა: „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) და ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2000 წლის სექტემბრიდან – 2003…