ფარმაცევტული სექტორის და მედიკამენტებით მომარაგების ქსელის ოპერატიული შეფასება
ფარმაცევტული სექტორის და მედიკამენტებით მომარაგების ქსელის ოპერატიული შეფასება
პროექტი „ფარმაცევტული სექტორის ოპერატიული შეფასება უზბეკეთში“ დააფინანსა მსოფლიო ბანკმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ Credes-თან (საფრანგეთი) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელება 2003 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი იყო ოპერატიული შეფასება და ამისათვის ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა, წამლის პოლიტიკა და რეგულირება, სტრატეგიული ჩარჩო, პროდუქტების შერჩევა, პროგნოზირების მეთოდები, შესყიდვის მექანიზმები, ხარისხის უზრუნველყოფა, შენახვა, ტრანსპორტირება და ანგარიშგება. გარდა ამისა შესწავლილი იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო და კერძო დისტრიბუციის სისტემები, მედიკამენტების ტიპები და ღირებულება. აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.
ოპერატიული შეფასების ფარგლებში შემდეგი ძირითადი ამოცანები შესრულდა:
• რამდენიმე ხელმისაწვდომი სწრაფი შეფასების ინსტრუმენტის მნიშვნელობის განხილვა (ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, „ჯონ სნოუ, ინკ.“, „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) და ბოსტონის უნივერსიტეტი);
• ინსტრუმენტების მორგება უზბეკეთზე;
• მონაცემების შეგროვება რამდენიმე განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორიც არის სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუსჯგუფები, ჩანაწერების გაშიფვრა და ა.შ.
• მონაცემთა თავმოყრა და მათ მიერ მოცემული საპირისპირო შედეგების დაფიქსირება;
• ანგარიშის შედგენა მოწოდების არხების ფუნქციების აღწერით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების აღნიშვნით;
• მონაცემთა შეგროვება სახელმწიფო, კომერციულ და ნახევრად კერძო სისტემებში არსებულ უზბეკეთში წარმოებულ ან იმპორტირებულ მედიკამენტების(მათი ნიმუშების) საბაზისო ფასზე, დამატებით ხარჯებზე, როგორიც არის მოსაკრებლები, განბაჟების ხარჯები, გადასახადები, შენახვის ხარჯები, ტანსპორტირების ხარჯი, ფასნამატი და ა.შ.
• მედიკამენტებზე და უზბეკეთზე არსებული, როგორც გამოქვეყნებული ისე გამოუქვეყნებელი, ლიტერატურის მიმოხილვა;
• მიმდინარე აღმოჩენები სემინარების პროცესში.
სექტორის შესახებ ზუსტი სურათის შესაქმნელად, განხორციელდა შემდეგი ქმედებები:
• შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროსთან, ფარმაკოლოგიის კომიტეტთან, პროექტების განხორციელების ცენტრალურ ბიუროსთან (CPIB) დავალების მიზნების და მისიის ორგანიზაციის განსასაზღვრად;
• ოპერატიული შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა და კვლევის განსახორციელებლად შესაბამისი მიდგომის შერჩევა;
• ძირითად პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე პირებთან შეხვედრა და შესაბამისი საკითხების განხილვა.
შეფასების მიზნით გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:
• ინტერვიუს და ოპერატიული შეფასებითი მეთოდების განსაზღვრა (სიღრმისეული ინტერვიუ, ინტერვიუს ჩაწერა);
• იმ გეგოგრაფიული ადგილების განსაზღვრა და შერჩევა, რომლებსაც მკვევარები ეწვეოდნენ; აგრეთვე ძირითადი დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა მათთან შეხვედრის მიზნით;
• ძირითადი საკითხების ჩამოთვალა, რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება;
• ჯგუფური სამუშაოს ორგანიზება და მოქმედებათა გრაფიკის განხილვა;
• მედიკამენტების ნიმუშების შერჩევა ფასების გასაანალიზებლად.