ანგარიში ასახავს იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის GAVI-ს მხარდაჭერის მექანიზმიდან გარდამავალ პერიოდს და პასუხობს მთავარ კითხვას, თუ როგორ შენარჩუნდა იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი, ჯანდაცვის სისტემის ადაპტაციისა და განხორცილებული ცვლილებების გათვალისწინებით
რაც შეეხება საქართველოს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრებით საჭირო მოცვის სამიზნე მაჩვენებლად მოზრდილი მოსახლეობის 60% განისაზღვრა, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს 2021 წლის ბოლომდე.
საქართველოს გამოცდილების ანალიზი გვიჩვენებს ზოგიერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს, და მოიცავს იმუნიზაციის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორებსა და პოტენციურ რისკებს პროგრამული და ფინანსური მდგრადობისთვის.
17-18 მაისს, ვაშინგტონში EPIC immunization costing უმასპინძლებს სამუშაო სემინარს: იმუნიზაციის ღირებულების შესახებ, სახელწოდებით: „რა ვისწავლეთ? რა შეგვიძლია ვაკეთოთ უკეთესად?“. საერთაშორისო ფონდი კურციოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოცაძე და ბიზნესის განვითარების განყოფილების დირექტორი ქეთევან გოგუაძე სემინარის მონაწილეთა შორის არიან. 18 მაისს შეხვედრის…
გლობალური ალიანსი (Gavi) ეხმაურება ფონდი კურაციოს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც შეეხება ბოსნია-ჰერცოგოვინაში Gavi-ის დამხარების მდგრადობის შეფასებას. გლობალურმა ალიანსი აღნიშნულ დოკუმენტს აფასებს, როგორც მნიშვნელოვან კონტრიბუციას Gavi-ის პროგრამის გასაუმჯობესებლად გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. “ჩვენთვის ეს შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ…
სერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი Vaccine აქვეყნებს სტატიას“ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენას იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და განსაზღვრავენ იმუნიზაციის სერვისების ღირებულებას მოლდავეთში”. სტატიის თანაავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტები არიან. კვლევა, რომელიც მოლდავეთში საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარდა, არის ფართომასშტაბიანი კვლევის ნაწილი, რომელიც Bill &…
2012-2014 წლებში საერთაშორისო ფონდმა კურაციომ განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი წარმოადგენდა. კვლევა უფრო მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავდა ექვს სხვადასხვა ქვეყანაში (მოლდოვეთი, ბენინი, უგანდა, ზამბია, განა, ჰონდურასი)…
2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ბოსნია და ჰერცოგოვინაში (BiH) გლობალური ალიანსის მხარდაჭერის პროექტის საბოლოო შედეგები შეაფასა. პროექტის შედეგების შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის – გლობალური ალიანსი ვაქცინებისა და იმუნიზაციისთვის – სამდივნოს დავალებით განხორციელდა. შეფასებამ მოიცვა როგორც ფინანსური, ისე პროგრამული მხარე და ემყარებოდა…
2012-2013 წლებში საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ შეისწავლა რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ხარჯები და ახალი ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯები მოლდოვაში. პროექტი დაფინანსებულია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ. კვლევა შეისწავლის ა) მოლდოვაში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ეკონომიკური და ფინანსური ხარჯებს და ცვლილებებს ხარჯებში; ბ)…
პროექტი განხორციელდა 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: დაავადებათა კონტროლის და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილება. პროექტი დააფინანსა ორგანიზაციამ PATH. პროექტი მიზნად ისახავდა დიარეული დაავადებების…