საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’ ფარმაცევტული კვლევის მეოთხე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის შესწავლა მედიკამენტთა ხელმისაწვდომობაზე და ფასზე 2009-2012 წლებში. კვლევისთვის შერჩეული მედიკამენტთა ნუსხა მოიცავდა 52 ორიგინალ ბრენდ მედიკამენტს და მათ ექვივალენტ დაბალფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტს….
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა”. კვლევა განხორციელდა 2009-2011 წლებში სამ ეტაპად. კვლევის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებული აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე…
ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები პროექტი “ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანრმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები” (“HITT-CIS”) ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება (DG Research – FP7). პროექტი ითვალისწინებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევის განხორციელებას დსთ-ს ქვეყნებში, რომელიც…
2009 წელს, სადაზღვევო პროგრამას 900 000 მოქალაქე უნდა მოეცვა. 2009 წლის ბიუჯეტის უფრო ეფექტურად დაგეგმვის მიზნით, USAID დაფინანსებული CoReform პროგრამის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფმა და საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ ანალიზი და გათვლები წარუდგინეს განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს . კერძოდ: ა) საშუალო პრემიუმად დადგინდა…
16 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანულ-ქართულ პროფესიულ ქსელთან (UGPN) თანამშრომლობით უმასპინძლა სადისკუსიო კლუბს ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებაზე, სახელდობრ, იმაზე თუ როგორ შეიძლება მომსახურების ორგანიზება პირველადი ჯანდაცვის…
საქართველოში გრძელ-ვადიანი რეფორმების წამოწყების შედეგად გაჩნდა დიდი მოთხოვნა მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას შორის თანამშრომლობაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებათა მოპოვების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკისადმი მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით. საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „კურაციომ“, რომელიც მუდმივად ცდილობს განავითაროს არასამთავრობო ორგანიზაციების უნარი უზრუნველყონ მტკიცებულებები…
საერთაშირისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანეთი-საქართველოს პროფესიულ ქსელთან თანამშრომლობით მოაწყო სადისკუსიო კლუბი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ასამაღლებლად კანონპროექტის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 10 აგვისტოს იქნა მიღებული და 2009 წლის 15 ოქტომბრიდან…
2009 მაისის თვეში დაიწყო ტრეინინგების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებს მიეღოთ ინფორმაცია ამბულატორიულ მომსახურებაში, პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICPC2) გამოყენების შესახებ. 3 თვის მანძილზე ტრენინგის კურსი გაიარა 28 ჯანდაცვის ობიექტის 130-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2009 24 ივლისს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, აშშ-ს…
2004 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნისთვის საქართველოში“ განხორციელება. პროექტი დასრულდა 2009 წლის სექტემბერში. პროექტის ფარგლებში საქრთველოს მთავრობას გაეწია ტექნიკური დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის და გამჭირვალობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტი მიზნად…