საქართველოში Covid 19-პანდემიისას: ჯანდაცვის სისტემის პერსპექტივები ტუბერკულოზის გამოვლენასა და მკურნალობაზე“. ანგარიშში შესწავლილია, თუ რა ცვლილებები განიცადა ტუბერკულოზის ეროვნულმა პროგრამამ კოვიდ-19 პანდემიის დროს: რა გავლენა იქონია პანდემიამ ტუბერკულოზის გამოვლენისა და მკურნალობის მაჩვენებლებზე. კვლევის მიზანი იყო, პასუხი გაეცა ორ ძირითად კითხვაზე.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა.
შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…
ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიო მასშტაბით. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში.
საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფების/ორგანიზაციების გაძლიერება. პროექტის მთავარ ამოცანაა, ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის – ტუბერკულოზის საპასუხოდ შექმნას პაციენტზე ორიენტირებული, სახელმწიფოსა და თემს შორის მაღალ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მჭიდრო კავშირი….