ინტერვიუ ეყრდნობა საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას. კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.
აბსტრაქტი ეფუძნება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევას, რომელიც საქართველოში 2016 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტებში ტუბერკულოზის მკურნალობის უწყვეტობაზე მოქმედებს ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები და ასევე სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.
ონლაინ სემინარების უფასო კურსი უკვე მიმდინარეობს
სამეცნიერო პუბლიკაცია ჟურნალში კვლევის შედეგების გაზიარების მნიშვნელოვანი ფორმაა, მაგრამ პუბლიკაციის შეფასება (Peer review) და გამოქვეყნება ხშირად რთულ და დამღლელ პროცესად იქცევა. ამ პროცესზე ბუნდოვანი წარმოდგენების ნათელსაყოფად, BioMed Central და ჯანდაცვის მსოფლიო სისტემები (HSG), რომლის სამდივნოს საერთაშორისო ფონდი კურაციო მართავს, გთავაზობთ ონლაინ სემინარების
თებერვალში საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი გიორგი გოცაძე ფორბსის ქართულ გამოცემას ესაუბრა. ინტერვიუში აქცენტი ჯანდაცვის სისტემების ეფექტიან მართვაზე და ჯანდაცვაში ინოვაციების როლზე გაკეთდა. ამ კონტექსტში ისაუბრეს გლობალური ჯანდაცვის სისტემების (HSG) და საერთაშორისო ფონდი კურაციოს თანამშრომლობაზეც. გთავაზობთ ინტერვიუს: გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG)…
საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის ორგანიზებით 26 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე აუდიტორიას გაეცნო ორი ახალი კვლევის შედეგები. კვლევები ტუბერკულოზის გამოვლენის და მკურნალობაზე დამყოლობის სისტემურ ფაქტორებს იკვლევს. პროექტი მსოფლიო…
წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო თუმცა ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება. საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი და ჯანდაცვის სიტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე ბარომეტრის მეშვიდე ტალღის შედეგებს მიმოიხილავს. ნახეთ ვიდეო-კომენტარი.
ვიდეო ინტერვიუ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა წამლის ფასის ზრდის მიზეზები საქართველოში, მედიკამენტების ფასები რეცეპტის ინსტიტუტის პირობებში, ფარმაცევტული სექტორის ქცევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და სხვ. შენიშვნა: ინტერვიუ სულ ექვსი ნაწილისგან შედგება. ამჯერად ქვეყნდება პირველი ოთხი ნაწილი. ნაწილი 1: კვლევის მიზანი…
მიუხედავად იმისა, რომ აივ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით პრევენციული ღონისძიებები ფოკუსირებულია მაღალი სარისკო ქცევის მქონე ჯგუფებში, მოსახლეობაში აივ ინფექციის მცირედით, მაგრამ ზრდადი ტენდენცია ფიქსირდება
17-18 მაისს, ვაშინგტონში EPIC immunization costing უმასპინძლებს სამუშაო სემინარს: იმუნიზაციის ღირებულების შესახებ, სახელწოდებით: „რა ვისწავლეთ? რა შეგვიძლია ვაკეთოთ უკეთესად?“. საერთაშორისო ფონდი კურციოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოცაძე და ბიზნესის განვითარების განყოფილების დირექტორი ქეთევან გოგუაძე სემინარის მონაწილეთა შორის არიან. 18 მაისს შეხვედრის…
„პოპულაციის ზომის შეფასება მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან (მსმ)“ ეს არის კვლევა, რომლის შესახებაც შიდსის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მერვე კონფერენციაზე სახელწოდებით „აივ პათოგენეზი, მკურნალობა და პრევენცია“ , იმსჯელეს და კვლევის მიგნებები გააცნეს ფართო საზოგადოებას. კვლევა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ…