ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიო მასშტაბით. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში.
2012-2014 წლებში საერთაშორისო ფონდმა კურაციომ განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი წარმოადგენდა. კვლევა უფრო მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავდა ექვს სხვადასხვა ქვეყანაში (მოლდოვეთი, ბენინი, უგანდა, ზამბია, განა, ჰონდურასი)…
საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’ ფარმაცევტული კვლევის მეოთხე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის შესწავლა მედიკამენტთა ხელმისაწვდომობაზე და ფასზე 2009-2012 წლებში. კვლევისთვის შერჩეული მედიკამენტთა ნუსხა მოიცავდა 52 ორიგინალ ბრენდ მედიკამენტს და მათ ექვივალენტ დაბალფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტს….
საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომი ძალიან მდიდრებისთვის და/ან ძალიან ღარიბებისთვისაა- ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ახალი კვლევის შედეგები იძლევა, რომელიც შეისწავლის უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გავლენას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. კვლევა განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის…
მაისის თვეში საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა. ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, ფონდის სახელობის სტიპენდიას 2011 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი მაია ხუციშვილი მიიღებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი მაიამ 1993 წელს დაამთავრა. ინტერნატურა და ორდინატურა…
კორპორაციული ჯანდაცვის დაზღვევის მომსახურების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა მიზნად ისახავს სადაზღვევო კომპანიების კორპორაციული კლიენტების კმაყოფილების დონის განსაზღვრას და რეკომენდაციების შემუშავებას კორპორაციული სადაზღვევო მომსახურების შემდგომი დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით. ფინანსური ხელმისაწვდომობა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, რომელიც ხელს უშლის პონტენციურ მომხარებელს სადაზღვევო პროგრამაში…
კვლევის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მაღალი ხარისხი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე პირების მიერ მათი გამოყენების უკიდურესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუმცა მხოლოდ მონაცემების მაღალი ხარისხი არ კმარა. საჭიროა მათი სწორი კომუნიკაცია დამაჯერებლობის უზრუნველსაყოფად. 5-6 თებერვალს, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსი ესწრებოდა ტრენინგს მოკლე საჯარო პოლიტიკის…