Category Archive for "ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება"

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი XIV ტალღა ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და რისკების შეფასება

საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალ მეთოთხმეტე ტალღასრომელიც  საქართველოს  ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობისა და რისკების შეფასებისანალიზს შეიცავს.

წაიკითხე მეტი

COVID-19 ეპიდემიის გამოწვევები საქართველოში: მკვლევართა ჯგუფის რამოდენიმე მოსაზრება N2

ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი კვლავაც წრფივია და 7.3%-ია. ერთი დღის ნახტომმა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში, გააჩინა ეჭვებიც და გარკვეულად მცდარი მოლოდინები-შიშები შექმნა.

წაიკითხე მეტი

COVID19 ეპიდემიის შემაკავებელი ღონისძიებები და მათი შედეგები საქართველოში

დოკუმენტი შეისწავლის შემაკავებელი ღონისძიებების გავლენას COVID19-ის შემთხვევების დღიურ ზრდის ტემპზე და გამოაქვს დასკვნები საქართველოში მოქმედი შემაკავებელი ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ.

წაიკითხე მეტი

სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში

საერთაშორისო ფონდი კურაციო მიმდინარე წლის 25 ივლისიდან ახორციელებს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR) მიერ ინიცირებული პროექტს ‘სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში’.

წაიკითხე მეტი

პროექტის დახურვა: ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება საქართველოში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეისწავლა თემის დონეზე პაციენტებზე ორიენტირებული ხარისხიანი ფთიზიატრიული დახმარების მიწოდებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის საკითხი და შექმნდა ტუბერკულოზის მიმართულებით მოქმედი იმ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კატალოგი, რომლებიც ბოლო პერიოდში ახორციელებდნენ ტუბერკულოზთან დაკავშირებულ, პაციენტთა მოვლაზე ორიენტირებულ მომსახურებას.

წაიკითხე მეტი

პირველადი ჯანდაცვის სისტემების (PRIMASYS) კვლევა: საქართველოს გამოცდილების შესწავლა

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის (PRIMASYS) კვლევა განახორციელა. PRIMASYS-ის ანგარიში მიმოიხილავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის (პჯდ) ძირითად ასპექტებს, მათ შორის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, დაფინანსებას, პირველადი ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირებას ჯანდაცვის სისტემაში, ხედვას, პჯდ სერვისების ხარისხს და მოცულობას, მმართველობას და ორგანიზებას, ასევე სისტემის მონიტორინგს და შეფასებას.

წაიკითხე მეტი

ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2017

წარმოდგენილი კვლევის ამოცანა იყო 2016-17 წლებში საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომის შეფასება რამდენიმე მეთოდის გამოყენებით და შედეგების შეჯერება ამ სარისკო პოპულაციის ყველაზე მეტად დამაჯერებელი სავარაუდო რაოდენობის მისაღებად.

წაიკითხე მეტი

აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში, 2017

კვლევა წარმოადგენს საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის ბოლო ტალღას, ასეთი კვლევები 2002 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება.

წაიკითხე მეტი

საკონფერენციო აბსტრაქტი: რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევა, პოლიტიკის ცვლილებისთვის

აბსტრაქტი ეფუძნება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევას, რომელიც საქართველოში 2016 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტებში ტუბერკულოზის მკურნალობის უწყვეტობაზე მოქმედებს ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები და ასევე სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.

წაიკითხე მეტი

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯთეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…

წაიკითხე მეტი