წარმოდგენილი კვლევის ამოცანა იყო 2016-17 წლებში საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომის შეფასება რამდენიმე მეთოდის გამოყენებით და შედეგების შეჯერება ამ სარისკო პოპულაციის ყველაზე მეტად დამაჯერებელი სავარაუდო რაოდენობის მისაღებად.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა.
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაანალიზა ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და დანახარჯების კვლევის ორი ტალღა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს WHO-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ჩვენ შევისწავლეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე საქართველოში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო მიგნება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის…
ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიო მასშტაბით. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში.
ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, როცა დონორი ორგანიზაციები ფინანსურ რესურსებს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან ღარიბი ქვეყნების გასაძლიერებლად მიმართავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა HIV და ტუბერკულიოზის სახელმწიფო პროგრამების მდგრადი განხორციელება. გარდამავალი პროცესის წარმატებას ხშირად ქვეყნების მდგომარეობის ობიექტური შეფასება განაპირობებს, რომ განისაზღვროს…
სტატუსი: დასრულებული პროექტი შესავალი და ზოგადი მიმოხილვა პროექტის ძირითადი მიზანი უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობისთვის პატრონაჟის (შინ მისვლის) სისტემის შეფასებაში ტექნიკური დახმარების გაწევაა. პროექტი ძირითადად პატრონაჟის სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას ისახავს მიზნად. შეფასების შედეგად…
მიუხედავად იმისა, რომ აივ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით პრევენციული ღონისძიებები ფოკუსირებულია მაღალი სარისკო ქცევის მქონე ჯგუფებში, მოსახლეობაში აივ ინფექციის მცირედით, მაგრამ ზრდადი ტენდენცია ფიქსირდება
აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები პატიმრებს შორის საქართველოში, 2015 საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს საკვანძო ჯგუფებში აივ ინფექციის გავრცელების შეფასებას; აივ ინფექციასთან მიმართებაში, ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და…
17-18 მაისს, ვაშინგტონში EPIC immunization costing უმასპინძლებს სამუშაო სემინარს: იმუნიზაციის ღირებულების შესახებ, სახელწოდებით: „რა ვისწავლეთ? რა შეგვიძლია ვაკეთოთ უკეთესად?“. საერთაშორისო ფონდი კურციოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოცაძე და ბიზნესის განვითარების განყოფილების დირექტორი ქეთევან გოგუაძე სემინარის მონაწილეთა შორის არიან. 18 მაისს შეხვედრის…
საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის…