ბარომეტრის მე-10 ტალღა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსის სიტუაციურ ანალიზს წარმოადგენს, ფოკუსირდება რა ჯანდაცვის რესურსების რაოდენობაზე, პროფესიულ და გეოგრაფიულ განაწილებაზე და სამედიცინო განათლების საკითხებზე.
კვლევა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების უახლესი ტალღაა, რომელიც კომერციულ სექს-მუშაკ ქალებში აივ ინფექციის გავრცელებას 2002 წლიდან იკვლევს. უახლესი ტალღა 2017 წელს ჩატარდა, დროისა და ადგილის მიხედვით შერჩევის მეთოდის გამოყენებით. კვლევაში ჩაერთო სულ 350 სექს-მუშაკი, მათგან 200 თბილისში და 150 – ბათუმში.
ახალი სტატია საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ საქართველოში და მიმოიხილავს შესაძლებლობებს, რომელიც რეფორმირებისთვის საჭირო სტრატეგიის განვითარებას დაეხმარება.
ინტერვიუ ეყრდნობა საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას. კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.
წარმოდგენილი კვლევის ამოცანა იყო 2016-17 წლებში საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომის შეფასება რამდენიმე მეთოდის გამოყენებით და შედეგების შეჯერება ამ სარისკო პოპულაციის ყველაზე მეტად დამაჯერებელი სავარაუდო რაოდენობის მისაღებად.
კვლევა წარმოადგენს საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის ბოლო ტალღას, ასეთი კვლევები 2002 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება.
აბსტრაქტი ეფუძნება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევას, რომელიც საქართველოში 2016 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტებში ტუბერკულოზის მკურნალობის უწყვეტობაზე მოქმედებს ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები და ასევე სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.
კვლევამ სტატისტიკურად სარწმუნო კავშირები გამოავლინა აივ-ინფექციის პოზიტიურ სტატუსსა და ნარკოტიკების მოხმარების ისტორიას, პირველი ინექციის ასაკს, უსაფრთხო სქესობრივ ქცევასა და პრევენციული პროგრამებით მოცვას შორის.
იმედი გვაქვს, რომ ამ მტკიცებულებების გაცნობით შევძლებთ მეტად ინფორმირებული და პრობლემაზე ორიენტირებული გავხადოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამასთანავე წარმოვაჩინოთ, თუ რამდენად ეფექტურია რეალისტური შეფასების მეთოდი კომპლექსური ინტერვენციების შესაფასებლად.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილება ჯანდაცვის სფეროს წარმატებად სახელდება, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარების შემოსავლის მიხედვით დაჯგუფებას და თითოეული ჯგუფისთვის დიფერენცირებული პაკეტის მიწოდებას. გარდა ამისა, უმწეო მოსახლეობისთვისს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.