კვლევის მთავარი მიგნება და მნიშვნელოვანად პოზიტიური დასკვნაა, რომ ფარმაცევტული პროდუქტების ინფლაციის დონის ბოლოდროინდელი მაჩვენებლები, ახლად განხორციელებული რეფორმების, კერძოდ, თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვების და რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვის შესაძლო დადებით შედეგებზე მიუთითებს. კვლევის შედეგები დეტალურად იხილეთ დოკუმენტში:
საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს ახალ ბარომეტრს, კვლევას
ფარმაცევტული სექტორის შესახებ. კვლევის მიზანია შეისწავლოს ინფლაციის
დონის მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე ფარმაცევტულ
პროდუქტებზე აქცენტით.
მიმდინარე ტალღა მიზნად ისახავს შეაჯამოს საყოველთაო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს სამედიცინო ბაზრის სტრუქტურული ფაქტორები, მისი შედეგები/პრობლემები და პრობლემის აღმოფხვრის შესაძლო მექანიზმები
დოკუმენტის მიზანია მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთერთი ფართოდ გავრცელებული მექანიზმის – გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის (გრფ) პოლიტიკის შედეგების მიმოხილვა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ბარომეტრის მე-11 ტალღა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს – აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.
ისინი აწარმოებენ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაარჩინონ სიცოცხლე და ამავდროულად ხელოვნურად ზღუდავენ ხელმისაწვდომობას ამ მედეიკამენტებზე, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ არიან მსყიდველობით-უნარიანები და იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ მათთვის კომერციულ ინტერსს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილება ჯანდაცვის სფეროს წარმატებად სახელდება, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარების შემოსავლის მიხედვით დაჯგუფებას და თითოეული ჯგუფისთვის დიფერენცირებული პაკეტის მიწოდებას. გარდა ამისა, უმწეო მოსახლეობისთვისს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.
სტატუსი: დახურული პროექტი შესავალი და ზოგადი მიმოხილვა პროექტის მიზანია აფთიაქებში მედიკამენტების ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მოპოვება; რეცეპტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების აღსრულება; ასევე ფარმაცევტულ მრეწველობაში არსებული პრაქტიკის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირება აღნიშნული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები საერთაშორისო…
ვიდეო ინტერვიუ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა წამლის ფასის ზრდის მიზეზები საქართველოში, მედიკამენტების ფასები რეცეპტის ინსტიტუტის პირობებში, ფარმაცევტული სექტორის ქცევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და სხვ. შენიშვნა: ინტერვიუ სულ ექვსი ნაწილისგან შედგება. ამჯერად ქვეყნდება პირველი ოთხი ნაწილი. ნაწილი 1: კვლევის მიზანი…