კვლევით პროექტი ”საზოგადოებრივი ფაქტორების გავლენის შეფასება დევნილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საქართველოში” განახორციელდა საერთაშორისო ფონდი ”კურაციოს” მიერ, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობით (ბაიარდ რობერტსი, პროფ. მარტინ მაკი და პროფ. ვიკრამ პატელი და ქ-ნი ნინო მახაშვილი). პროექტი დაფინანსებული იყო Wellcome Trust-ის…
ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა 2007 წელს ამოქმედდა და საქართველოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი მოიცვა. ამ პროგრამით, სახელმწიფო მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯანდაცვის მომსახურების დანახარჯებს მნიშვნელოვნად უმცირებს. მოცემული კვლევა აფასებს, თუ რა გავლენა…
საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’ ფარმაცევტული კვლევის მეოთხე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის შესწავლა მედიკამენტთა ხელმისაწვდომობაზე და ფასზე 2009-2012 წლებში. კვლევისთვის შერჩეული მედიკამენტთა ნუსხა მოიცავდა 52 ორიგინალ ბრენდ მედიკამენტს და მათ ექვივალენტ დაბალფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტს….
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა”. კვლევა განხორციელდა 2009-2011 წლებში სამ ეტაპად. კვლევის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებული აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე…
2011 წლის 26 ოქტომბერს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ სემინარზე, რომელიც ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმებს მიეძღვნა, საერთაშორისო ფონდ„კურაციოს“ მკვლევარმა ნათია რუხაძემ წარმოადგინა კვლევის შედეგები: მოსახლეობის ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების ანალიზი საქართველოში. კვლევა დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. კვლევაში გამოყენებულია…
ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები პროექტი “ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანრმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები” (“HITT-CIS”) ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება (DG Research – FP7). პროექტი ითვალისწინებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევის განხორციელებას დსთ-ს ქვეყნებში, რომელიც…
აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო დაბალი პრევალენტობის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ არსებობს ეპიდემიის ფართომასშტაბიანი განვითარების მაღალი რისკი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება რჩება აივ-ის გავრცელების წამყვან გზად, მაგრამ, ამავე დროს, იზრდება ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის როლიც. ეროვნული…
მაისის თვეში საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა. ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, ფონდის სახელობის სტიპენდიას 2011 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი მაია ხუციშვილი მიიღებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი მაიამ 1993 წელს დაამთავრა. ინტერნატურა და ორდინატურა…
საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა“. მოცემული კვლევის პირველი ეტაპი მსოფლიო ბანკის, მეორე კი ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდისა და შესაბამისი მტკიცებულებების გამყარებით მედიკამენტებზე მოსახლეობის…
პროექტი ”ბავშვთა სამედიცინო მომსახურება და მონაცემთა ხარისხის განსაზღვრა ტაჯიკეთში” მიზნად ისახავდა ტაჯიკეთის მთავრობის და დონორების რეკომენდაციებით უზრუნველყოფას ბავშვთა დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის სისტემის გაუმჯობესებისა და პირველად ჯანდაცვის დონეზე ჯანდაცვის ხარისხის შეფასების მიზნით. პროექი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ხანგრძლივობა: 2010…