საერთაშორისო ფონდმა კურაციომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის (PRIMASYS) კვლევა განახორციელა. PRIMASYS-ის ანგარიში მიმოიხილავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის (პჯდ) ძირითად ასპექტებს, მათ შორის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, დაფინანსებას, პირველადი ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირებას ჯანდაცვის სისტემაში, ხედვას, პჯდ სერვისების ხარისხს და მოცულობას, მმართველობას და ორგანიზებას, ასევე სისტემის მონიტორინგს და შეფასებას.
ბარომეტრის მე-10 ტალღა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსის სიტუაციურ ანალიზს წარმოადგენს, ფოკუსირდება რა ჯანდაცვის რესურსების რაოდენობაზე, პროფესიულ და გეოგრაფიულ განაწილებაზე და სამედიცინო განათლების საკითხებზე.
კვლევა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების უახლესი ტალღაა, რომელიც კომერციულ სექს-მუშაკ ქალებში აივ ინფექციის გავრცელებას 2002 წლიდან იკვლევს. უახლესი ტალღა 2017 წელს ჩატარდა, დროისა და ადგილის მიხედვით შერჩევის მეთოდის გამოყენებით. კვლევაში ჩაერთო სულ 350 სექს-მუშაკი, მათგან 200 თბილისში და 150 – ბათუმში.
წარმოდგენილი კვლევის ამოცანა იყო 2016-17 წლებში საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომის შეფასება რამდენიმე მეთოდის გამოყენებით და შედეგების შეჯერება ამ სარისკო პოპულაციის ყველაზე მეტად დამაჯერებელი სავარაუდო რაოდენობის მისაღებად.
კვლევა წარმოადგენს საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის ბოლო ტალღას, ასეთი კვლევები 2002 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება.
აბსტრაქტი ეფუძნება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევას, რომელიც საქართველოში 2016 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტებში ტუბერკულოზის მკურნალობის უწყვეტობაზე მოქმედებს ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები და ასევე სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილება ჯანდაცვის სფეროს წარმატებად სახელდება, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარების შემოსავლის მიხედვით დაჯგუფებას და თითოეული ჯგუფისთვის დიფერენცირებული პაკეტის მიწოდებას. გარდა ამისა, უმწეო მოსახლეობისთვისს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა.
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაანალიზა ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და დანახარჯების კვლევის ორი ტალღა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს WHO-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ჩვენ შევისწავლეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე საქართველოში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო მიგნება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის…
შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…