Category Archive for "ჯანდაცვის სისტემების კვლევა"

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, ტალღა 11 – ფარმაცევტული სექტორის ანალიზი

ბარომეტრის მე-11 ტალღა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს – აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.

წაიკითხე მეტი

პროექტი: აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან და ამავე პოპულაციის ზომის შეფასება

აივ-ინფექციის მაღალი რისკის შემცველი  ჯგუფია და სარისკო ქცევაზე ზედამხედველობის და ინფექციის გავრცელების ტენდენციის შესწავლის მიზნით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები 2007 წლიდან ხორციელდება.

წაიკითხე მეტი

სტატია: ბარიერები საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გამოყენებაზე: სწრაფი შეფასების კვლევა

სტატია საუბრობს ჯანმრთელობის სისტემის ბარიერებზე საქართველოში, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებთან იძულებით გადაადგილებული პირების წვდომას ზღუდავს. სტატია BMC Health Services Research -ში გამოქვეყნდა და მისი ავტორები ფონდ კურაციოს მკვლევარები არიან რამდენიმე კოლეგასთან ერთად: ადრიან მერფი, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი, ნინო მახაშვილი და ბაიარდ რობერტსი.

წაიკითხე მეტი

ადამიანური რესურსი ჯანდაცვის სექტორში – ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მე-10 ტალღა

ბარომეტრის მე-10 ტალღა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსის სიტუაციურ ანალიზს წარმოადგენს, ფოკუსირდება რა ჯანდაცვის რესურსების რაოდენობაზე, პროფესიულ და გეოგრაფიულ განაწილებაზე და სამედიცინო განათლების საკითხებზე.

წაიკითხე მეტი

აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები სექს-მუშაკებს შორის საქართველოს ორ ქალაქში

კვლევა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების უახლესი ტალღაა, რომელიც კომერციულ სექს-მუშაკ ქალებში აივ ინფექციის გავრცელებას 2002 წლიდან იკვლევს. უახლესი ტალღა 2017 წელს ჩატარდა, დროისა და ადგილის მიხედვით შერჩევის მეთოდის გამოყენებით. კვლევაში ჩაერთო სულ 350 სექს-მუშაკი, მათგან 200 თბილისში და 150 – ბათუმში.

წაიკითხე მეტი

ინტერვიუ თამარ სირბილაძესთან საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ზომასა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ

ინტერვიუ ეყრდნობა საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას. კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.

წაიკითხე მეტი

საკონფერენციო ნაშრომი: რეალისტური შეფასების მეთოდის გამოყენება კომპლექსური ინტერვენციის შესაფასებლად, საქართველოში ტუბერკულოზის მართვის პროგრამის გასაუმჯობესების მიზნით

იმედი გვაქვს, რომ ამ მტკიცებულებების გაცნობით შევძლებთ მეტად ინფორმირებული და პრობლემაზე ორიენტირებული გავხადოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამასთანავე წარმოვაჩინოთ, თუ რამდენად ეფექტურია რეალისტური შეფასების მეთოდი კომპლექსური ინტერვენციების შესაფასებლად.

წაიკითხე მეტი

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-9 ტალღა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილება ჯანდაცვის სფეროს წარმატებად სახელდება, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარების შემოსავლის მიხედვით დაჯგუფებას და თითოეული ჯგუფისთვის დიფერენცირებული პაკეტის მიწოდებას. გარდა ამისა, უმწეო მოსახლეობისთვისს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.

წაიკითხე მეტი

სტატია: ამბულატორიული სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტორების კვლევა

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაანალიზა  ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და დანახარჯების კვლევის ორი ტალღა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს WHO-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ჩვენ შევისწავლეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე საქართველოში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო მიგნება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის…

წაიკითხე მეტი

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…

წაიკითხე მეტი