2011 წლის 26 ოქტომბერს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ სემინარზე, რომელიც ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმებს მიეძღვნა, საერთაშორისო ფონდ„კურაციოს“ მკვლევარმა ნათია რუხაძემ წარმოადგინა კვლევის შედეგები: მოსახლეობის ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების ანალიზი საქართველოში. კვლევა დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. კვლევაში გამოყენებულია…
საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა“. მოცემული კვლევის პირველი ეტაპი მსოფლიო ბანკის, მეორე კი ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდისა და შესაბამისი მტკიცებულებების გამყარებით მედიკამენტებზე მოსახლეობის…
2009 წელს, სადაზღვევო პროგრამას 900 000 მოქალაქე უნდა მოეცვა. 2009 წლის ბიუჯეტის უფრო ეფექტურად დაგეგმვის მიზნით, USAID დაფინანსებული CoReform პროგრამის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფმა და საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ ანალიზი და გათვლები წარუდგინეს განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს . კერძოდ: ა) საშუალო პრემიუმად დადგინდა…
პროექტი „თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევა“ დააფინანსა იაპონიის სოციალური განვითარების ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ 2003 წლის სექტემბრიდან – 2007 წლის სექტემბრამდე. პროექტის მიზანი იყო თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების განხორციელების შესაძლებლობის და ეფექტიანობის შემოწმება.პროგრამები საქართველოში შერჩეულ თემებში განხორციელდა. კერძოდ,…
„სათემო ინვესტირების პროგრამა – დასავლეთი“ დააფინანსა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“/“ქეა ინტერნეიშენალმა“. პროგრამა განხორციელდა 2003 წლის მარტიდან 2005 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: “ქეა ინტერნეიშენალი“, “კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი” (ICCN), „ტექნიკური დახმარება საქართველოში“ (TAG), კონსტანტა და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტის ფარგლებში…
„სათემო ინვესტირების პროგრამა – აღმოსავლეთი დააფინანსა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“/“მერსი ქორმა“. პროგრამა განხორციელდა 2003 წლის მარტიდან 2005 წლის თებერვლამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: „მერსი ქორი“, ელკანა, ორგანიზაცია „ტექნიკური დახმარება საქართველოში“, კონსტანტა და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ პასუხს აგებდა ჯანდაცვის…
ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრი ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის ინფორმაციას ღარიბ მოსახლეობაზე ორიენტირებულ ჯანდაცვის პოლიტიკაზე, დაფინანსებაზე და მომსახურებაზე გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტს და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს. პროექტი განხორციელდა 2002–2005 წლებში. ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრის მომსახურებას უზრუნველყოფს შვიდი პარტნიორი ორგანიზაციისგან შემდგარი…
პროექტი „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალული გეგმა“ დაიწყო 1998 წლის ივლისში და დასრულდა 1999 წლის იანვარში. პროექტი დააფინანსა მსოფლიო ბანკმა, რომლის მთავარ კონტრაქტორს Kaiser Permanente International-ი (აშშ) წარმოადგენდა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მართავდა და ადმინისტრირებას უწევდა საქართველოში განხორციელებულ ყველა ოპერაციას, ხელმძღვანელობდა…
პროექტი „ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში – პრობლემები და გადაჭრის გზები“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ორგანიზაცია Abt. Associates Inc.-თან პირდაპირი კონტრაქტის საფუძველზე. პროექტის მიზანი იყო საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების შეფასება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 1998 თებერვლიდან – 1999 წლის მარტამდე…
პროექტი „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალული გეგმა“ დაიწყო 1998 წლის ივლისში და დასრულდა 1999 წლის იანვარში. პროექტი დააფინანსა მსოფლიო ბანკმა, რომლის მთავარ კონტრაქტორს Kaiser Permanente International-ი (აშშ) წარმოადგენდა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მართავდა და ადმინისტრირებას უწევდა საქართველოში განხორციელებულ ყველა ოპერაციას, ხელმძღვანელობდა…