საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურცენტრ „თანადგომასთან” თანამშრომლობით განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია სარწმუნო ინფორმაციის გენერირება აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებისთვის ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად. დღეისათვის საქართველო აივ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით კონცენტრირებული ეპიდემიის ქვეყნებს მიეკუთვნება. დაავადებათა კონტროლისა და…
ფარმაცევტული სექტორის და მედიკამენტებით მომარაგების ქსელის ოპერატიული შეფასება პროექტი „ფარმაცევტული სექტორის ოპერატიული შეფასება უზბეკეთში“ დააფინანსა მსოფლიო ბანკმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ Credes-თან (საფრანგეთი) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელება 2003 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი იყო ოპერატიული შეფასება და ამისათვის ინფორმაციის მოპოვება…
პროექტი დააფინანსა გლობალურმა ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკულ ცენტრთან, საზოგადოებრივ გაერთიანება „ბომონთან“ და ასოციაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის დეკემბრამდე. პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის…
კვლევის მიზანია გაარკვიოს თუ რა გავლენას ახდენს გლობალური ფონდის აივ პროგრამები საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. კვლევა წარმოადგენს გლობალური აივ/შიდსის ინიციატივების ქსელის კვლევების შემდგომ საფეხურს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა გლობალური აივ/შიდსის ინიციატივების გავლენა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებზე. სახელდობრ, კვლევა…
პროექტი დააფინანსა კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საერთაშორისო განვითარების კვლევითმა ცენტრმა (CIDA/IDRC) და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ტორონტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა 2004 წლის ივლისი – 2006 წლის მარტი. კვლევა მიზნად ისახავდა „მხარდამჭერი მეთვალყურეობის“ იმუნიზაციის პროგრამის განხორციელებაზე გავლენის დოკუმენტურად ასახვას საქართველოში…
„სათემო ინვესტირების პროგრამა – დასავლეთი“ დააფინანსა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“/“ქეა ინტერნეიშენალმა“. პროგრამა განხორციელდა 2003 წლის მარტიდან 2005 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: “ქეა ინტერნეიშენალი“, “კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი” (ICCN), „ტექნიკური დახმარება საქართველოში“ (TAG), კონსტანტა და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტის ფარგლებში…
„სათემო ინვესტირების პროგრამა – აღმოსავლეთი დააფინანსა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“/“მერსი ქორმა“. პროგრამა განხორციელდა 2003 წლის მარტიდან 2005 წლის თებერვლამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: „მერსი ქორი“, ელკანა, ორგანიზაცია „ტექნიკური დახმარება საქართველოში“, კონსტანტა და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ პასუხს აგებდა ჯანდაცვის…
ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრი ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის ინფორმაციას ღარიბ მოსახლეობაზე ორიენტირებულ ჯანდაცვის პოლიტიკაზე, დაფინანსებაზე და მომსახურებაზე გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტს და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს. პროექტი განხორციელდა 2002–2005 წლებში. ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრის მომსახურებას უზრუნველყოფს შვიდი პარტნიორი ორგანიზაციისგან შემდგარი…
ცენტრალურ აზიაში აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების კვლევის (ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი) პროექტი შეიმუშავეს და მართავდნენ ლონდონის „იმპერიალ კოლეჯის“ კონსულტანტები (აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების კვლევა ცენტრალურ აზიაში – აპრილი-ივნისი 2004) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“ ერთად. კვლევის ფარგლებში გამოკვლეული იქნა ოთხი ეპიდემიის გავრცელება (აივ…
პროექტი „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ (SMI) დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და განახორციელა ორგანიზაციამ „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) და ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2000 წლის სექტემბრიდან – 2003 წლის იანვრამდე. პროექტი…