საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფების/ორგანიზაციების გაძლიერება. პროექტის მთავარ ამოცანაა, ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის – ტუბერკულოზის საპასუხოდ შექმნას პაციენტზე ორიენტირებული, სახელმწიფოსა და თემს შორის მაღალ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მჭიდრო კავშირი….
საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღაში აფასებს მიმდინარე მოვლენებს. ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მიგნებები კვლევაში მონაწილე ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ნააზრევს ეყრდნობა და ამავდროულად დარდება სხვა (ანგარიშში მითითებული) წყაროების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას, ჯანდაცვის სფეროში…
ჟურნალი PLOS ONE აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარების ავტორობით, Population Size Estimation of Men Who Have Sex with Men in Tbilisi, Georgia; ფონდმა 2014 წელს ჩაატარა პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა თბილისის მასშტაბით, მამაკაცებში, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან. სტატიაში…
პროექტი „თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსება“ განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ (საგრანტო ხელშეკრულება No: RFA-GC6-001-DT) დასავლეთ საქართველოში თემის მობილიზაციის ინიციატივის ხელშეწყობის პროექტის ფაგლებში. პროექტი განხორციელდა „ქეა ინტერნეიშენალის“ კავკასიის წარმომადგენლობის ადმინისტრირებით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ პროექტის განხორციელება დაიწყო…
„პოპულაციის ზომის შეფასება მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან (მსმ)“ ეს არის კვლევა, რომლის შესახებაც შიდსის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მერვე კონფერენციაზე სახელწოდებით „აივ პათოგენეზი, მკურნალობა და პრევენცია“ , იმსჯელეს და კვლევის მიგნებები გააცნეს ფართო საზოგადოებას. კვლევა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ…
გლობალური ალიანსი (Gavi) ეხმაურება ფონდი კურაციოს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც შეეხება ბოსნია-ჰერცოგოვინაში Gavi-ის დამხარების მდგრადობის შეფასებას. გლობალურმა ალიანსი აღნიშნულ დოკუმენტს აფასებს, როგორც მნიშვნელოვან კონტრიბუციას Gavi-ის პროგრამის გასაუმჯობესებლად გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. “ჩვენთვის ეს შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ…
სერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი Vaccine აქვეყნებს სტატიას“ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენას იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და განსაზღვრავენ იმუნიზაციის სერვისების ღირებულებას მოლდავეთში”. სტატიის თანაავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტები არიან. კვლევა, რომელიც მოლდავეთში საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარდა, არის ფართომასშტაბიანი კვლევის ნაწილი, რომელიც Bill &…
ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეხუთე ტალღა საერთაშორისო ფონდი კურაციო განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრში“ მონაწილე სპეციალისტების და ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით გთავაზობთ ბარომეტრის მეხუთე ტალღის შედეგებს. ამ ტალღის აქცენტები ისეთ საკითხებზე გაკეთდა, როგორიცაა: მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მედიკამენტებსა…
2012-2014 წლებში საერთაშორისო ფონდმა კურაციომ განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი წარმოადგენდა. კვლევა უფრო მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავდა ექვს სხვადასხვა ქვეყანაში (მოლდოვეთი, ბენინი, უგანდა, ზამბია, განა, ჰონდურასი)…
2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ბოსნია და ჰერცოგოვინაში (BiH) გლობალური ალიანსის მხარდაჭერის პროექტის საბოლოო შედეგები შეაფასა. პროექტის შედეგების შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის – გლობალური ალიანსი ვაქცინებისა და იმუნიზაციისთვის – სამდივნოს დავალებით განხორციელდა. შეფასებამ მოიცვა როგორც ფინანსური, ისე პროგრამული მხარე და ემყარებოდა…