Category Archive for "ჯანდაცვის დაფინანსება"

ჯანდაცვის სფეროს გამოწვევა – პირველადი ჯანდაცვა, ბარომეტრის მე-12 ტალღა

ამბულატორიულ მომსახურებაზე სახელმწიფო დანახარჯი გაორმაგდა, თუმცა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებში ამბულატორიულ მომსახურებაზე დანახარჯის წილი 2016 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ იცვლება და მთელი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს,

წაიკითხე მეტი

პირველადი ჯანდაცვის სისტემების (PRIMASYS) კვლევა: საქართველოს გამოცდილების შესწავლა

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის (PRIMASYS) კვლევა განახორციელა. PRIMASYS-ის ანგარიში მიმოიხილავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის (პჯდ) ძირითად ასპექტებს, მათ შორის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, დაფინანსებას, პირველადი ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირებას ჯანდაცვის სისტემაში, ხედვას, პჯდ სერვისების ხარისხს და მოცულობას, მმართველობას და ორგანიზებას, ასევე სისტემის მონიტორინგს და შეფასებას.

წაიკითხე მეტი

სტატია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა საქართველოში: პოლიტიკის ინფორმირება და მტკიცებულებების გამოყენება

ახალი სტატია საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ საქართველოში და მიმოიხილავს შესაძლებლობებს, რომელიც რეფორმირებისთვის საჭირო სტრატეგიის განვითარებას დაეხმარება.

წაიკითხე მეტი

საკონფერენციო ნაშრომი: რეალისტური შეფასების მეთოდის გამოყენება კომპლექსური ინტერვენციის შესაფასებლად, საქართველოში ტუბერკულოზის მართვის პროგრამის გასაუმჯობესების მიზნით

იმედი გვაქვს, რომ ამ მტკიცებულებების გაცნობით შევძლებთ მეტად ინფორმირებული და პრობლემაზე ორიენტირებული გავხადოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამასთანავე წარმოვაჩინოთ, თუ რამდენად ეფექტურია რეალისტური შეფასების მეთოდი კომპლექსური ინტერვენციების შესაფასებლად.

წაიკითხე მეტი

შესაძლებელია თუ არა უკეთესი შედეგების მიღება ტუბერკულოზის სერვისების პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებით?

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა.

წაიკითხე მეტი

სტატია: ამბულატორიული სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტორების კვლევა

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაანალიზა  ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და დანახარჯების კვლევის ორი ტალღა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს WHO-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ჩვენ შევისწავლეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე საქართველოში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო მიგნება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის…

წაიკითხე მეტი

ინტერვიუ ფორბსთან: ჯანდაცვა გლობალურად და ლოკალურად

თებერვალში საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი გიორგი გოცაძე ფორბსის ქართულ გამოცემას ესაუბრა. ინტერვიუში აქცენტი ჯანდაცვის სისტემების ეფექტიან მართვაზე და ჯანდაცვაში ინოვაციების როლზე გაკეთდა. ამ კონტექსტში ისაუბრეს გლობალური ჯანდაცვის სისტემების (HSG) და საერთაშორისო ფონდი კურაციოს თანამშრომლობაზეც. გთავაზობთ ინტერვიუს: გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG)…

წაიკითხე მეტი

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-8 ტალღა

7 აპრილი მსოფლიო ჯანმრთელობისდღეა. საერთაშორისო ფინდი კურაციო ამ თარიღს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალი ტალღით ეხმიანება და 2016 წლის ბოლო 6 თვის ტენდენციებს აფასებს. ისევე როგორც წინა ტალღებში, მერვე ტალღაც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებთან ერთად იყენებს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს, რესპონდენტთა…

წაიკითხე მეტი

ვიდეო-კომენტარი ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეშვიდე ტალღის შედეგებზე

წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო თუმცა ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება. საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი და ჯანდაცვის სიტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე ბარომეტრის მეშვიდე ტალღის შედეგებს მიმოიხილავს. ნახეთ ვიდეო-კომენტარი.

წაიკითხე მეტი

საქართველოს ჯანადცვის სფეროს ბარომეტრი, მე-7 ტალღა

 წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო. ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება. საერთაშორისო ფონდი კურაციო განაგრძობს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას. ბარომეტრის მეშვიდე ტალღა  უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებებს და გამოწვევებს…

წაიკითხე მეტი