22 აპრილს ჩვენმა გუნდმა გაგიზიარათ მოსაზრებები ეპიდემიიის მიმდინარეობაზე, როდესაც 10 დღიანი პროგნოზით მაისის დასაწყისისთვის შემთხვევების ზრდას 1000-მდე ვვარაუდობდით. საბედნიეროდ ვირუსის ზრდა ქვეყანაში შენელდა და 17 მაისის მდგომარეობით სულ 695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დროა შევაჯამოთ გასული პერიოდი და შემდგომ ნაბიჯებზე გამოვთქვათ მოსაზრება.
ანგარიშში ნაჩვენებია მობილობის ცვლილების ტრენდი სხვადასხვა სოციალური აქტივობის მიხედვით, როგორიცაა გართობა, დასვენება, ვაჭრობა, ტრანსპორტირება, ასევე აქტივობა ოფისებში/სამუშაო ადგილებზე და საცხოვრებელ სახლებში.
ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი კვლავაც წრფივია და 7.3%-ია. ერთი დღის ნახტომმა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში, გააჩინა ეჭვებიც და გარკვეულად მცდარი მოლოდინები-შიშები შექმნა.
დოკუმენტი შეისწავლის შემაკავებელი ღონისძიებების გავლენას COVID19-ის შემთხვევების დღიურ ზრდის ტემპზე და გამოაქვს დასკვნები საქართველოში მოქმედი შემაკავებელი ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ.
ამ დოკუმენტის მიზანია 12 აპრილის მდგომარეობით საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობის ტენდენციები გაანალიზდეს და გარკვეული დასკვნები გაკეთდეს, რაც ალბათ მომავალში გასატარებელ ღონისძიებებზე საუბრისასდაგვეხმარება.
Google-მა დაიწყო რეგულარული ანგარიშების მომზადება იმის შესახებ თუ როგორ შეცვალა COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა კარანტინმა გლობალურად მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ქცევა.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეაფასა, რას მიაღწია საქართველომ სოციალური დისტანცირებით 29 მარტის მდგომაროებით.